დასავლეთს რუსეთის დაშლის არ უნდა ეშინოდეს - დმიტრო კულება

საქართველო, თბილისი - 13:28 | 09.12.2022
ნანახია: 256

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთს რუსეთის დაშლის არ უნდა ეშინოდეს, ისევე როგორც ოდესაღაც არ ეშინოდა საბჭოთა კავშირის დანგრევის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ცდილობენ არ დაუშვან მისი დამარცხება რუსეთთან ბრძოლაში, მაგრამ დასავლეთში ყველას არ მოსწონს კიევის დამაჯარებელი გამარჯვების პერსპექტივა. ამ სცენარით უკრაინა დაიბრუნებს არა მხოლოდ წინა შეჭრის დროს დაკარგულ ტერიტორიებს, არამედ დაიბრუნებს კონტროლს ყირიმზეც, ასევე დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ნაწილზეც, რომელიც მან 2014 წელს დაკარგა.

 „ზოგიერთი მოკავშირე შიშობს, რომ ასეთმა შედეგმა, შესაძლოა მოიტანოს ბირთვული იარაღის მქონე რუსეთის სახელმწიფოს სრული დესტაბილიზაცია, პოტენციუად გამოიწვიოს მისი დაშლა და ფართომასშტაბიანი სამოქალაქო მღელვარება არაპროგნოზირებადი შედეგებით მთელი მსოფლიოსთვის“, - წერს Wall Street Journal.

ამასთან დაკავშირებით, კულებამ განაცხადა, რომ მსგავსი შიშიები მას აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუში-უფროსის პოზიციას აგონებს. 1991 წელს თავის ცნობილ გამოსვლაში, რომელიც ცნობილია როგორც „კიევური კატლეტი“(Chicken Kiev speech), ის აფრთხილებდა საშიში „თვითმკვლელი ნაციონალიზმის“ შესახებ და უკრაინას მოუწოდებდა უარი ეთქვა მოსკოვისგან დამოუკიდებლობაზე საბჭოთა კავშირის გადარჩენის მიზნით.

„მე მოვუწოდებ მსოფლიოს არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის, თუ ისტორიის ბორბალი ბრუნვას დაიწყებს, მის გაჩერებას ვერავინ შეძლებს, იმის ნაცვალდ, რომ ფიქრობდეთ როგორ დაეხმაროთ რუსეთს გადარჩეს და გახდეს საერთაშორისო საზოგადოების ნორმალური წევრი, დროა მიიღოთ ის ფაქტი, რომ რუსეთი ვერ იქნება საერთაშორისო საზოგადოების ნორმალური წევრი. არ ვფიქრობ, რომ მსოფლიო ნაწილებად დაიშლება, თუ რუსეთი დაიშლება, მაგრამ რუსეთს დაშლიან მისივე მოქალაქეები, როგორც ეს მოხდა რუსეთს იმპერიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კულებამ.

კულებამ კომენტარი არ გააკეთა ენგელსსა და რიაზანში რუსეთის სტრატეგიულ აეროდრომებზე მიტანილ დარტყმებზე, რაზეც უკრაინა პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, დარტყმები მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე.

„ჩვენ, პირველ ყოვლისა, ფოკუსირებული ვართ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამიზნეების განადგურებასა და ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებაზე. მაგრამ, ცხადია, იდეა, რომ რუსეთს შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც ტექნიკურად შესაძლებელია უკრაინაში, ხოლო უკრაინას იგივეს უფლება არ აქვს, კონცეპტუალურად, მორალურად და სამხედრო თვალსაზრისით, მცდარია“, – ამბობს უკრაინელი დიპლომატი.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ყირიმს აუცილებლად დაიბრუნებს და ეს ნაწილობრივ სამხედრო და ნაწილობრივ დიპლომატიური გზით მოხდება.

რაც შეეხება რუსეთთან მოლპარაკებას, უკრაინელი დიპლომატს მიაჩნია, რომ მოსკოვი ახალი ბრძოლებისთვის ემზადება და არა დიალოგისთვის.

„ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. ბოლო ცხრა თვეში ჩვენ ძალიან ბევრი ტანჯვა გამოვიარეთ და შევისწავლეთ ე.წ. მინსკის პროცესის გაკვეთილი, რომლითაც რვა წელი გვაწამებდნენ, და არ ვაპირებთ ტერიტორიებთან ან იქ მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებით რაიმე დათმობაზე წასვლას“, – განაცხადა კულებამ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე