უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებები გვაგონებს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ტაქტიკას ერაყსა და სირიაში - სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველო, თბილისი - 12:19 | 09.12.2022
ნანახია: 239

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ნაღმების არსებობის საფრთხის გამო უკრაინის 160 ათასი კვადარტული კილომერტი ფართობის ტერიტორია უნდა შემოწმდეს.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაიკლ ტირემ განაცხადა.

ტირემ აღნიშნა, რომ რუსები უკრაინაშ იყენებენ იგივე ტაქტიკას, რასაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები სირიასა და ერაყში იყენებდნენ. „უკრაინელი ოფიციალური პირებისგან, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, ვიცით, რომ რუსი ჯარისკაცები მიზანმიმართულად ნაღმავდნენ მოქალაქეების სახლებს, ასევე საბავშვო სათამაშოებს და დაღუპულების ცხედრებსაც კი. რუსი სამხედროების მიერ ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება გვაგონებს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ტაქტიკას ერაყსა და სირიაში, სადაც ტერორისტები ცდილობდნენ მოეკლათ რაც შეიძლება ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, რათა ხალხს სახლში დაბრუნების შიში ჰქონოდა“, - განაცხადა ტირემ.

მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიების განაღმვა დიდი გამოწვევაა განმაღმველებისთვის. ამჟამად უკრაიანში გამნაღმველების ჯგუფების რაოდენობა საკმარისი არ არის, ამიტომ აშშ გეგმავს გააძლიეროს განმაღმველების მომზადება და მათ  დამატებითი აღჭურვილობა გადასცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე