მოსკოვში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარია

საქართველო, თბილისი - 11:28 | 09.12.2022
ნანახია: 211

მოსკოვში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ცეცხლმა 18 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი სავაჭრო კომპლექსის სახურავს გაუჩნდა, რის შემდეგაც კონსტრუქცია ჩამოინგრა.

ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე ერთი დაღუპულის შესახებ, პროკურატურის ცნობით, ის სავაჭრო ცენტრის თანამშრომელია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე