მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:11 | 08.12.2022
ნანახია: 267

"მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას. მიყვარხართ" - მიხეილ სააკაშვილის ამ წერილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე