მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში - შალვა პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 21:19 | 07.12.2022 ნანახია: 220რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, ამ აქციასაც უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობაც“, რომ აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ აქციების შესაძლო გამართვასთან დაკავშირებული განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.
„უპირველეს ყოვლისა, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ასეთი სახის გადაწყვეტილებები მიიღება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით. ამ შემთხვევაში იცით, რომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში, ეს არის მინიმალური, ელემენტარული პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოსი. ჩვენ ადრე ვხედავდით ჩარევის მცდელობებს და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში თავს შეიკავებენ ზედმეტი განცხადებებისა და ზეწოლისაგან სასამართლოზე. რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ და წესით, ამ აქციასაც უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობაც“, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს, მათი დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც დღეს აქვს საქართველოს, ქართველ ხალხს და ამიტომაც არის, რომ მათ ქართველი ხალხი მუდმივად პასუხს სცემს თავისი დამოკიდებულებით, რომელიც ჩნდება სწორედ იმაში, რომ მათ მოწოდებებს უკვე ფასი აქვს დაკარგული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა