მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა

საქართველო, თბილისი - 18:05 | 06.12.2022
ნანახია: 247

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, 9 დეკემბერს ჩაინიშნა. პროცესი საქალაქოში 13 საათზე დაიწყება.

სასამართლოზე ადვოკატების შუამდგომლობას განიხილავენ, რომლებიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, მოსამართლემ პენიტენციურს საქმის მასალების გადაცემა სთხოვა.

შუამდგომლობა სასამართლოში ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ 1-ელ დეკემბერს შეიტანა. საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე