ამბროლაურში მეზობელმა მეზობელი მოკლა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 03.12.2022
ნანახია: 261

ამბროლაურის სოფელ მეორე ტოლაში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, თანასოფლელელები ტყეში წავიდნენ, სადაც კონფლიქტი მოხდა.

ერთ-ერთმა პირმა მეზობელი დანით  მოკლა და ადგილიდან მიიმალა. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე