აღმაშენებელის გამზირზე, ჩხუბისა და სროლის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 20:45 | 01.12.2022
ნანახია: 133

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ჩხუბისა და სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

შემთხვევა 30 ნოემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამმა პირებმა კვების ობიექტის მზარეულს, შემდეგ კი დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე