ბავშვებმა მე-12 კლასში თუ რეპეტიტორთან არ იარეს, უჭირთ ბარიერის დაძლევა, ეს არის დიდებული განათლების სისტემა, როგორც თქვენ გვიყვებოდით აღტაცებით? - ელისაშვილი
საქართველო, თბილისი - 20:02 | 01.12.2022 ნანახია: 127
პარლამენტში დეპუტატებმა "მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მინისტრმა ცალკეული დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის კითხვა რეპეტიტორებს შეეხებოდა. ელისაშვილის თქმით, განათლების სისტემაში დიდი ჩავარდნაა, რადგან ეროვნული გამოცდებისთვის ბავშვების მომზადებას სკოლები ვერ უზრუნველყოფენ და მშობლებს ამისთვის დამატებით თანხის გადახდა უწევთ.
"31 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე, ბოლო კლასში მშობლებმა რეპეტიტორთან თუ არ წავიყვანეთ ბავშვები, გამოცდების ჩაბარება უჭირთ. საბჭოთა დროს და 90-იანებში ჩაწყობა და კორუფცია იყო. არაჩვეულებრივი და ძალიან ეფექტური რეფორმა იყო წინა მთავრობის მიერ გატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების სახით და ახლა ჩაწყობა არ გვჭირდება, ეროვნული გამოცდების სტანდარტები გვაქვს, მაგრამ ბავშვებმა მე-12 კლასში თუ ისევ რეპეტიტორთან არ იარეს, ძალიან უჭირთ ბარიერის დაძლევა. ჩემი უფროსი შვილი დამყავს რეპეტიტორთან და რამდენიმე ათასი ლარი მჭირდება, რომ ორ საგანში მოვამზადო. ეს რას ნიშნავს? ეს არის დიდებული განათლების სისტემა, როგორც თქვენ გვიყვებოდით აღტაცებით? ეს ერთეული შემთხვევა ხომ არ არის? მარტო ჩემ შვილზე ხომ ვერ ვიტყვი, რომ უნიჭოა და ზარმაცია? შეიძლება აინშტაინი არ არის, მაგრამ ჩვეულებრივი, მონდომებული ბავშვია. ასეა ყველა. რატომ უნდა გვჭირდებოდეს ეს? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ განათლების სისტემაში გვაქვს დიდი ჩავარდნა. სკოლის ბოლო, მე-12 წელი არის პროფანაცია. განათლების სისტემას ისედაც ხომ ვაფინანსებთ ჩვენი გადასახადებიდან? რატომ უნდა სჭირდებოდეთ მშობლებს ჯიბიდან დამატებითი თანხის ამოღება? ეს ხომ ძალიან დიდი ჩავარდნაა? და ამ ფონზე თქვენ ასე კმაყოფილები როგორ ხართ ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. თუ ეს ნორმალურია და ყველგან ასეა? ბოლო წელი ყველა თავს ვიტყუებთ, რომ ვითომ რაღაცას აკეთებენ ჩვენი ბავშვები", - მიმართა მინისტრს ელისაშვილმა
პოლიტიკა
- გიორგი ხოჯევანიშვილი პარტია "საქართველოსთვის" და პარლამენტს ტოვებს
- დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ ოცნებას - ხაბეიშვილი
- საქართველოს მთავრობა ასრულებს მუქარას, რომელიც პუტინმა წლების წინ გააჟღერა - მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილზე
- თუ უკრაინა რუსეთის დამარცხებას ვერ შეძლებს, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს - ბენ ჰოჯესი
ეკონომიკა
- სიახლე - ლიბერთის ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო ბრენდის „Super 8 by Wyndham“-ის სასტუმროს შენდება
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ღვინის კომპანია „ენოლოგიამ“ მზის პანელები დაამონტაჟა
- საქართველოს ბანკის „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ მონაწილეობა ოცმა კომპანიამ მიიღო
მსოფლიო
- თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 650-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რიცხვი 11 100-ს აღემატება
- თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 300-ს გადააჭარბა
- თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა - მაგნიტუდამ 7.6 შეადგინა
- Grammy 2023-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კონფლიქტები
- რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია
- ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი
- აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა - ზახაროვა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი სასტუმრო „ონიქს ჰოტელსი“ გაიხსნა
- (R) გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი
- ,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ბათუმში გაიმართება