სომხეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა, არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 16:24 | 01.12.2022
ნანახია: 262

სომხეთში, დღეს, 1-ელ დეკემბერს, მსუბუქი ორძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ორი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება.

ინციდენტი, სომხეთის ცენტრალურ ნაწილში ქოთაის რეგიონში მოხდა. თვითმფრინავი - B55 სოფელ ჯრაბერის ტერიტორიაზე ჩავარდა და დაიწვა.

ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე