10 წამყვანი დიაგნოზი შეუთავსებელს ხდის პატიმრობას - „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას აქვეყნებს
საქართველო, თბილისი - 11:55 | 01.12.2022 ნანახია: 179
ცენტრი „ემპათია“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.
როგორც „ემპათიაში“ განმარტავენ, სასამართლო საექსპერტო კომისიამ 10 ქართველი და ექვსი საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით ჩაატარა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების, ჯანდაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზა მიმდინარეობდა 2022 წლის 1-ლი ივნისიდან, 28 ნოემრამდე.
„ადვოკატებს გადაეცათ დასკვნა დანართებით. დასკვნა არის 194-გვერდიანი და თან ახლავს 22 დანართი, სულ 2980 გვერდი. ექსპერტთა კომისია ერთხმად მივიდა დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა საქართველოს ციხეთა სისტემაში არის შეუძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების ნოერმებიდან გამომდინარე იგი სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა და შემდგომში განისაზღვროს მკურნალობა და რეაბილიტაცია“, – განახცადა ცენტრი „ემპათიის“ ხერლმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში ყოფნამდე პრაქტიკუალდ გახლდათ ჯანმრთელი იღებდა მხოლოდ გარკვეული ასაკობრივი დიაგნოზებისა და პოსტკოვიდური ვითარებიდან გამომდინარე გარკვეულ მედიკამენტებს სიმპტომურად, რაც მის სოციალურ ფუნქციონირებაზე გავლენას არ ახდენდა.
„გამოსაკვლევ პირს აღენიშნება 20 ზე – მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო – კომპლექსი, აქედან წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. აღნიშნული ძირითადი დიაგნოზები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
ამჟამად გამოსაკვლევ პირს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზების (ნეირო – ფსიქიკური, გასტრო – ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები – ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.
ამრიგად, მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება, იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიგვაჩნია ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება; აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიული ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.
გამოსაკვლევი პირი საქართველოს ციხეთა სისტემაში დაექვემდებარა შესაძლო წამებასა და არასათანადო მოპყრობას, ასევე არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, 2021 წლის 8 ნოემბერს N12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 – ში გადაყვანისას, ძალით შეყვანისას N18 დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა პატიმრების მხრიდან ხმაურს – ყვირილს, ძალის გამოყენებით პატიმრის გადმოთრევას რეანიმობილიდან. N18 დაწესებულებაში მას არ ჰქონდა 11 დღის განმავლობაში ძილის შესაძლებლობა, შუქის ჩაქრობისა და ტელევიზორის გამორთვის შემთხვევაში იწყებოდა საშინელი – ლანძღვა გინება პატიმრების მხრიდან – ადგილი ჰქონდა ძილის დეპრივაციას; შიმშილობის ფონზე, ასევე შიმშილობის შედეგად განვითარებული ვერნიკეს ენცეფალოპათიის ფონზე, მოწყვლად მდგომარეობაში, სახელდახელოდ მოწყობილ ინტენსიურ პალატაში იგი იმყოფებოდა მარტო, დაძახილზე არ რეაგირებდნენ, კვლავ ისმოდა მისი მისამართით პატიმრების ყვირილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ამ მდგომარეობაში გამოსაკვლევ პირი იმყოფებოდა სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ.
აღნიშნული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად (ფიზიკური ტრავმატიზაციის შედეგად) დიდი ალბათობით, მან მიიღო ხერხემლის ტრავმული დაზიანება, ასევე განუვითარდა მძიმე ფორმის ტრავმული სტრესული აშლილობა, შიმშილობისა და თავის ტვინის ორგანული დაზიანებისა და დისფუნქციის ფონზე. აღნიშნული დაზიანება საქართველოში მოქმედი, სამწუხაროდ, სსრკ – ს დროინდელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის სასამართლო – სამედიცინო განსაზღვრის მოქმედი წესის თანახმად, ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის დაზიანება, თუმცა, ერთობლიობაში აღებული ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმებისა და შედეგების გათვალისწინებით – ფასდება, როგორც მძიმე ხარისხის დაზიანება.
ამგვარად, მთელი ტრავმული სტრესული გამოცდილება ციხეთა სისტემაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომპონენტებით, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ფასდება, როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის გამომწვევი და შესაბამისად, როგორც წამება. Z 65.4. – წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.
წარმოდგენილი დიაგნოზების თანახმად (ფსიქო – ნევროლოგიური მიმართულებით) მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი; ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა, მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 01 – 6/ნ (2013 წლის 15 თებერვალი), ცვლილებების შესახებ ბრძანება N01 – 55/ნ (2017 წლის 30 აგვისტოს) – ის მიხედვით არის გათავისუფლების საფუძველი, ხოლო გასტრო – ენტეროლოგიური და ნუტრიციული მიმართულებით, ფასდება როგორც მძიმე კახექსიის რისკის შემცველი.
გამოსაკვლევი პირი საჭიოროებს ინვაზიურ/აგრესიული ხასიათის დიაგნოსტიკურ – სამკურნალო – რეაბილიტაციურ პროცედურებს:
პროფესორი კობის განმარტებით: მისი მდგომარეობა მძიმეა: ძვალ – კუნთოვანი სისტემის თვალსაზრისით: „მას ესაჭიროება ზუსტი დიაგნოზი, ასევე შესაძლოა მარცხენა მხრის სახსისა და მენჯ – ბარძაყის სახსრის სრული შეცვლა. ამ პროცედურების შემდეგ მას დასჭირდება C 5 – C6 – მალების შერწყმა. შემდგომში L4-5 სპინალური სტენოზის დეკომპრესია. მისი მარცხენა მკლავისა და ფეხის ძლიერი სისუსტე შეიძლება იყოს ხერხემლისგან განპირობებული და ტკივილის გამომწვევი უმოძრაობით განპირობებული ატროფიით“.
დოქტორი ს.ი. ფინკელის განმარტებით: მას დასჭირდება აგრესიული დიაგნოსტიკური პროცედურები, ანუ რეგულარული მეთვალყურეობა EGD და მრავალჯერადი კუჭის ბიოფსიები. ეს პროცედურები ფართოდ არის ხელმისაწვდომი დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში, სადაც ისინი კეთდება კომპეტენტური GI ენდოსკოპისტების მიერ;
ფსიქიატრების, ნევროლოგებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტების კონსულტაციებით:
ფსიქიატრიული და ნევროლოგიური დიაგნოზი/დიაგნოზები, საჭიროებს ნეირო – კოგნიტიური აშლილობის მიმართულებით დამატებით აგრესიულ/ინვაზიური მეთოდებით (მაგ. თავ – ზურგტვინის სითხის შესწავლა, განმეორებადი CT, MRI, EEG – 24 საათიანი და სხვა) კვლევასა და სწორი მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის ჩატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფი პროგრესირებით დამთავრდება მარაზმით, კახექსიითა და ადამიანის გარდაცვალებით.
გამოსაკვლევი პირი/პაციენტი საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ კვლევებს ინფექციურ – ინტოქსიკაციური გენეზის ან/და ნეირო – დეგენერაციული პროცესის/დაავადების, დისმეტაბოლური პროცესის, დაზუსტების ან გამორიცხვის მიზნით პაციენტი საჭიროებს დიაგნოსტიკას, სპეციალური სკრინინგი/გამოკვლევა სხვა სპეციფიურ დაავადებებზე და აშლილობებზე მათ შორის, მომწამლავ აგენტებზე კვლევა.
შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს პატიმრობიდან გათავისუფლებას და გადაუდებლად დიაგნოსტიკა – მკურნალობის მიზნით გადაყვანას აშშ -ს ან/და ევროკავშირის მულტი – პროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტირებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა – PTSD – F 43.1., რაც უკავშირდება საქართველოს ციხეთა სისტემაში გადატანილ არასათანადო მოპყრობას, სიცოცხლის მოსპობის შიშს მნიშვნელოვნად ამძიმებს ნეირო – ფსიქიკურ და ზოგად მდგომარეობას და შეუძლებელს ხდის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიღწევასაც კი.
ნებისმიერი დამატებითი სტრეს – ფაქტორი, მათ შორის, მხოლოდ პატიმრობაც კი იწვევს აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას.
ამგვარი ფსიქიკური და ნევროლოგიური სტატუსითა და მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა დაუშვებელია და შეუთავსებელია პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებთან. მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნევროლოგიურ, ფსიქიკურ თუ სხვა საყრდენმამოძრავებელი სისტემის თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ არსებულ დარღვევებთან ერთად და მარტოც შეუთავსებელია პატიმრობასთან“, – აღნიშნულია ცენტრის დასკვნაში.
პოლიტიკა
- „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17-მა წევრმა დატოვა
- ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ - შარლ მიშელი
- აუცილებლად გვჭირდება აფხაზ დებთან და ძმებთან შერიგება, უნდა შევძლოთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და გადავეხვიოთ - ალუდა ღუდუშაური
- კმაყოფილი ვარ პროცესებით, რაც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს, რაც უფრო დიდხანს იქნება კლოუნადწოდებული პირი ხელმძღვანელი, მით უკეთესად გამოჩნდება მათი რეალური სახე - თეა წულუკიანი
საზოგადოება
- სპორტის 15 სახეობა, 14 000-ზე მეტი მოსწავლე - საქართველოს ბანკისა და სასკოლო ლიგის ერთობლივი პროექტი ახალგაზრდებისთვის დაიწყო
- Euromoney-ს შეფასებით, საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში
- შემეცნებითი ტურნე რეგიონებში - „აზროვნების აკადემიამ“ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო
- USAID - ისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესასოციაციები და კლასტერები სრულად აღჭურვილი 4B სივრცეებით უფასოდ ისარგებლებენ
სამართალი
- დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში 40 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრა
- პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ქალზე ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტებზე კახა აბუაშვილს გირაო შეეფარდა
- „დირიჟორი“ - ახალი სპექტაკლი თეატრ სახელოსნო 42-ში - სეზონის პარტნიორია SOLO
- ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - ესპანური მედია
ეკონომიკა
- საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესს 2%-მდე ფასდაკლება ახალ სესხზე დოლარსა და ევროში
- აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლობას შეხვდა
- უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ ,,ბიოგრაფი ლივინგმა“ ,,საქართველოს ბანკთან“ და სამშენებლო კომპანია ,,ანაგთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
- შექმენი Black Friday შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის საშუალებით
მსოფლიო
- ისრაელის არმიამ ჯაბალიაში „ჰამასის“სამეთაურო ცენტრი დაიკავა
- ვიქტორ ორბანი შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხზე
- კაცი კაცია და ქალი ქალია - ეს უბრალოდ საღი აზრია - რიში სუნაკი
- „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებაზე უარით, ზავის პირობები დაარღვია - ბენიამინ ნეთანიაჰუ
კულტურა
- რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს - იუსტიციის სამინისტრო
- დავით კეზერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს - არჩილ თალაკვაძე
- გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
- საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავა მესამე ადგილზე გავიდა | ვიდეო
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
- აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- პირველი ელექტროავტობუსი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგმა“ ჩამოიყვანა
- ,,თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამა წარმატებით დაასრულა
- „თეგეტა შოპის“ მეშვეობით საბურავების შეკვეთა უკვე ევროპიდან არის შესაძლებელი
- „თეგეტა მოტორსი“ უზბეკეთში ExxonMobil-ის ოფიციალური დილერი გახდა
სპორტი
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა
- რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს, ბოდიში და მადლობა…დავბრუნდებით უფრო ძლიერები - ხვიჩა კვარაცხელია
- საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა
- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია