მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 18:27 | 30.11.2022
ნანახია: 387

ესპანეთის დედაქალაქში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ იტყობინება reuters. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულია საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომელსაც ხელში წერილი ეჭირა.

დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია მადრიდში უკრაინის საელჩოს.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე