გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 14:57 | 30.11.2022 ნანახია: 1499
გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე კონფერენცია გამართა, რომელზეც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის წარმომადგენლები, მოწვეული იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.
გალტ & თაგარტის კვლევა 3.4 მილიარდი აშშ დოლარის სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარს ფარავს და ფოკუსირებულია 4 ძირითად ქვესექტორზე (სამშენებლო მასალები, სარემონტო მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი & განათება). კვლევა მოიცავს 20,000 კომპანიის საქმიანობის და საგარეო ვაჭრობის 900 პროდუქტის ანალიზს, ასევე 70-ზე მეტი საშუალო და დიდი ზომის კომპანიის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების ანალიზს.
კვლევის მიხედვით, COVID-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდე პერიოდი სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო, რასაც განაპირობებდა ინფრასტრუქტურაზე სოლიდური სახელმწიფო ხარჯები, ტურისტული ბუმი და მასთან დაკავშირებული სასტუმროების მშენებლობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ობიექტების მშენებლობა და ასევე უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების ინდუსტრია სწრაფად აღდგა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. მიმდინარე წლის ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და გაქირავების ბაზარზე მოთხოვნის ბუმმა ასევე დადებითი როლი ითამაშა ამ სექტორზე.
გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება დიდწილად აკმაყოფილებს მოთხოვნას, თუმცა სარემონტო მასალების, ტექნიკისა და ავეჯის მიმართულებით იმპორტზე დამოკიდებულება მაღალია. „გალტ & თაგარტის“ პროგნოზით სექტორი საშუალოდ წლიურად 5-10%-ით გაიზრდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რაც შეესაბამება წინა 5-წლიანი ზრდის პროფილს. ამასთან, სექტორის ძირითადი რისკებია: 1) მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაციის მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდი, 2) მიგრაციის ტენდენციების სწრაფი ცვლილება და 3) გეოპოლიტიკური კონფლიქტები.
„ სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის კვლევა საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიების მთავარი მიზანია ამ სფეროს წარმომადგენლებს გავუზიაროთ დარგის ანალიტიკოსების ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია, რომელსაც სამშენებლო/სარემონტო მასალების სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დარგის მონაწილეებთან შეხვედრები და ჩვენი მოლოდინების გაზიარება სექტორის პერსპექტივებზე.“ - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.
კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















