ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წავედი წინ, არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით, დნესტრისპირეთი და მოლდოვა, საქართველო და აფხაზეთი, სირია და ლიბია, დადგა დრო ახალი მიდგომებისთვის - ანგელა მერკელი
საქართველო, თბილისი - 13:42 | 25.11.2022 ნანახია: 442
გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა სიურპრიზი არ ყოფილა. ამის შესახებ მერკელმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი სურვილი იყო, რომ ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მშვიდობა ყოფილიყო და ამიტომ მიწევდა უკრაინის თემატიკაზე ბევრი მუშაობა. მაგრამ ეს შეჭრა არ იყო სიურპიზი. მინსკის შეთანხმება გაქარწყლდა. 2021 წლის ზაფხულში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, მსურდა პუტინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად უკრაინის საკითხის განსახილველად დამოუკიდებელი ევროპული ფორმატის ჩამოყალიბება. მაგრამ ვიღაც წინააღმდეგი წავიდა, მე კი უკვე ძალა არ მქონდა, რომ ეს დაჟინებით მომეთხოვა, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე მივდიოდი“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.
მისივე თქმით, 2021 წლის აგვისტოში მოსკოვში ვიზიტის დროს მან იგრძნო, რომ პუტინზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო. ყოფილი კანცლერის განცხადებით, პუტინსთვის მოლაპარაკების დროს ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელოვანი და ეს ძალაა.
ამავე ინტერვიუში მერკელმა განაცხადა, რომ არ ნანობს თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
„ვიღაც ახალი უნდა დაკავებულიყო ამ საქმით. შიდა პოლიტიკის კუთხით ეს საკითხი მომწიფდა და საგარეო პოლიტიკის კუთხითაც. საბოლოო ჯამში, მე ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წავედი წინ, არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით. დნესტრისპირეთი და მოლდოვა, საქართველო და აფხაზეთი, სირია და ლიბია. დადგა დრო ახალი მიდგომებისთვის“, – აღნიშნა მერკელმა.
პოლიტიკა
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით გააჩუმოს - Amnesty International
- Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
- ლანა ღოღობერიძეს 97 წელი შეუსრულდა
სამართალი
- ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს ითხოვს
- ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- სასამართლომ მწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- სასამართლომ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
- ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















