თბილისში, ავარიას "გლოვოს" კურიერი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 19:33 | 24.11.2022
ნანახია: 281

თბილისში, აეროპორტის გზატეცილზე მომხდარ ავარიას "გლოვოს" კურიერი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ის გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა, ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე