კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება - ტინი კოქსი

საქართველო, თბილისი - 15:39 | 24.11.2022
ნანახია: 284

კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ტინი კოქსი ტვიტერში წერს.

"სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე (მათ შორის ვილნიანსკის სამშობიარო განყოფილებასა და კუპიანსკის პოლიკლინიკაზე) დღევანდელი სარაკეტო თავდასხმებით რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას. კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით - ამ დანაშაულების დაუსჯელობა არ იქნება", - წერს კოქსი.

ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის დანაშაულია და არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე