როგორ შეიძლება, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა და პარტიის წინსვლა ერთმანეთთან იყოს თავსებადი? - მათიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:20 | 24.11.2022
ნანახია: 227

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა, ასეთია მოცემულობა „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„პარტიაში ვითომ ახალი სახეების შეყვანა ხდება, თუმცა რეალურად, ამ რადიკალურ დაჯგუფებას პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის შანსი არ გააჩნია. როგორ შეიძლება, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა და პარტიის წინსვლა ერთმანეთთან იყოს თავსებადი? – ამ კითხვაზე პასუხი პარტიის წევრებისთვის მიმინდვია.

დაპირისპირების მიზეზია ის შავი ფული, რომელიც ოლიგარქ დავით კეზერაშვილისგან მომდინარეობს – თუ ვინ დაეუფლება რესურსს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ კეზერაშვილის მხრიდან იღვრება. შიდა კლანური დაპირისპირებები და მუშტი-კრივამდე გადასული ურთიერთობები სწორედ ამ თემებით არის გამოწვეული.

რაც არ უნდა მოიმოქმედონ, ჭაობში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, ჭაობიდან ვერ ამოვა“,- განაცხადა მათიკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე