ბავშვთა ქალაქ „მზიურს“ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ვრცელი ტერიტორია დაუბრუნდა
საქართველო, თბილისი - 13:00 | 24.11.2022 ნანახია: 190
ბავშვთა ქალაქ „მზიურს“ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაახლოებით 18 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს მესაკუთრესთან მოლაპარაკებების გზით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით უბრუნდება. აქვე, დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა იმ მიდგომას, რაც თბილისის მუნიციპალიტეტს 2017 წლიდან აქვს მწვანე არეალებთან დაკავშირებით.
„თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, პირადად ჩემთვის რეკრეაციული და მწვანე სივრცეების არსებობა დედაქალაქში. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის პარკების განახლება, სკვერების რეაბილიტაცია და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში დანერგილი იყო და ყოველდღიურად ხდებოდა. ეს იყო მწვანე არეალების, სპორტული მოედნების მიტაცება და მათ ადგილზე გარკვეული სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა, 2017 წლიდან რადიკალურად შეიცვალა მიდგომები, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, დედაქალაქი იყო კიდევ უფრო მწვანე, იყოს კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე, იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში, ნორმალურ პირობებში შეძლონ დასვენება, განტვირთვა და თუნდაც, ვარჯიში. ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი ფართი დავუბრუნეთ მუნიციპალიტეტს, სადაც სხვადასხვა პროექტი განხორციელდა რეკრეაციული სივრცეებისა თუ სპორტული მოედნების სახით. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა და დამოკიდებულება დღესაც გრძელდება.
თქვენ იცით მზიურის პარკი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცეა და დიდი ისტორიის მატარებელი პარკია. თავის დროზე თბილისისთვის მორიგი ფილტვის გაჩენასა და ვერეს ხეობაში პარკის გაშენებაზე ცნობილი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე ბევრს საუბრობდა. იგი თბილისელებს მოუწოდებდა, თითო აგური მიეტანათ ვერეს ხეობაში ოცნების ქალაქის ასაშენებლად, სადაც პატარები ბეთანიიდან მონაბერ სუფთა ჰაერზე დაისვენებდნენ. გარდა იმისა, რომ უნიკალური მწვანე სივრცეა, ამ ქალაქის თანამედროვე ისტორიისა და კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თქვენ იცით, რომ 2 წლის წინ განახლდა ეს პარკი და ახალგაზრდებისთვის, ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი სასიამოვნო და საყვარელი ადგილია, თუმცა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად წარმოება, რადგან პარკის გარკვეული ტერიტორია კერძო საკუთრებაში იყო. ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრესთან და დღევანდელი გადაწყვეტილება მინდა გავაცნო თბილისელებს ამ სივრცესთან დაკავშირებით. მინდა მივულოცო დედაქალაქის მოსახლეობას, ყველა იმ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მზიურის პარკით სარგებლობს - მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა აღნიშნული მიწა, რომელიც დაახლოებით, 18 000 კვადრატული მეტრია. კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოხდება ამ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა. ეს საკითხი მთავრობაზე უკვე გავიტანეთ. გადაეგზავნება საკრებულოს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 2 ჰექტრამდე ტერიტორია მიემატება მზიურის პარკს. ჩვენ დავიწყებთ პროექტის მომზადებას, რომელიც მომდევნო ეტაპზე განხორციელდება.
ჩვენი ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მწვანე არეალების მიმართ, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებული და განახლებული, რადგან ეს სივრცეები უნდა გამოიყენონ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა და ამ ქალაქში მცხოვრებმა ყველა თაობის ადამიანმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17-მა წევრმა დატოვა
- ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ - შარლ მიშელი
- აუცილებლად გვჭირდება აფხაზ დებთან და ძმებთან შერიგება, უნდა შევძლოთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და გადავეხვიოთ - ალუდა ღუდუშაური
- კმაყოფილი ვარ პროცესებით, რაც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს, რაც უფრო დიდხანს იქნება კლოუნადწოდებული პირი ხელმძღვანელი, მით უკეთესად გამოჩნდება მათი რეალური სახე - თეა წულუკიანი
საზოგადოება
- სპორტის 15 სახეობა, 14 000-ზე მეტი მოსწავლე - საქართველოს ბანკისა და სასკოლო ლიგის ერთობლივი პროექტი ახალგაზრდებისთვის დაიწყო
- Euromoney-ს შეფასებით, საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში
- შემეცნებითი ტურნე რეგიონებში - „აზროვნების აკადემიამ“ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო
- USAID - ისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესასოციაციები და კლასტერები სრულად აღჭურვილი 4B სივრცეებით უფასოდ ისარგებლებენ
სამართალი
- დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში 40 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრა
- პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ქალზე ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტებზე კახა აბუაშვილს გირაო შეეფარდა
- „დირიჟორი“ - ახალი სპექტაკლი თეატრ სახელოსნო 42-ში - სეზონის პარტნიორია SOLO
- ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - ესპანური მედია
ეკონომიკა
- საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესს 2%-მდე ფასდაკლება ახალ სესხზე დოლარსა და ევროში
- აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლობას შეხვდა
- უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ ,,ბიოგრაფი ლივინგმა“ ,,საქართველოს ბანკთან“ და სამშენებლო კომპანია ,,ანაგთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
- შექმენი Black Friday შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის საშუალებით
მსოფლიო
- ისრაელის არმიამ ჯაბალიაში „ჰამასის“სამეთაურო ცენტრი დაიკავა
- ვიქტორ ორბანი შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხზე
- კაცი კაცია და ქალი ქალია - ეს უბრალოდ საღი აზრია - რიში სუნაკი
- „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებაზე უარით, ზავის პირობები დაარღვია - ბენიამინ ნეთანიაჰუ
კულტურა
- რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს - იუსტიციის სამინისტრო
- დავით კეზერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს - არჩილ თალაკვაძე
- გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
- საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავა მესამე ადგილზე გავიდა | ვიდეო
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
- აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- პირველი ელექტროავტობუსი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგმა“ ჩამოიყვანა
- ,,თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამა წარმატებით დაასრულა
- „თეგეტა შოპის“ მეშვეობით საბურავების შეკვეთა უკვე ევროპიდან არის შესაძლებელი
- „თეგეტა მოტორსი“ უზბეკეთში ExxonMobil-ის ოფიციალური დილერი გახდა
სპორტი
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა
- რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს, ბოდიში და მადლობა…დავბრუნდებით უფრო ძლიერები - ხვიჩა კვარაცხელია
- საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა
- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია