უკრაინაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმების გამო, მოლდოვას ელექტროენერგია შეუწყდა

საქართველო, თბილისი - 21:10 | 23.11.2022
ნანახია: 285

უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი მასობრივი სარაკეტო თავდასხმის გამო, 23 ნოემბერს, მოლდოვის ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგია გაითიშა. ინფორმაციას მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

"რუსეთის ომი უკრაინაში კლავს ხალხს, ანგრევს სახლებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას… ჩვენ არ შეგვიძლია, ვენდოთ რეჟიმს, რომელიც გვტოვებს სინათლისა და სითბოს გარეშე, რომელიც განზრახ კლავს ადამიანებს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა ხალხები გაჭირვებაში და დამცირებული ამყოფოს. რაც არ უნდა რთული იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვას მომავალი გზა თავისუფალი სამყაროს მიმართულებით უნდა იყოს“, – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში.

მოლდოვის ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს. მიწოდება უკვე აღდგა დედაქალაქ კიშინევში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე