კიევი ისევ იბომბება, არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 17:21 | 23.11.2022
ნანახია: 325

რუსი ოკუპანტები კიევს ოლქს ისევ ბომბავენ. რუსული რაკეტები კიევის რეგიონში საცხოვრებელ უბნებს მოხვდა, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რეგიონში გვაქვს სარაკეტო დარტყმები საცხოვრებელ სექტორსა და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებზე“, - განაცხადა კულებამ.

კულებას განცხადებით, მოსალოდნელია განმეორებითი თავდასხმა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. კიეეში საჰაერო განგაში ხმა ისევ ისმის.

კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ქალაქის ზოგიერთ რაიონში გამორთულია ელექტროენერგია, შეწყდა წყალმომარაგება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, შესაბამისი სამსახურები დახმარებას უწევენ დაშავებულებს და შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე