ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 23.11.2022
ნანახია: 456

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 58-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 44-მა კი თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები აღიარებენ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც „ტერორიზმის საშუალებებს იყენებს“.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და განიხილონ რუსეთის დამატება ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე