ქართულ ტრადიციებს და ეროვნულ ღირსებას პირველ რიგში სტალინის მემკვიდრე საპატრიარქო გვართმევს - ჩერგოლეიშვილი რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვაზე

საქართველო, თბილისი - 15:52 | 23.11.2022
ნანახია: 238

ქართულ ტრადიციებს და ეროვნულ ღირსებას პირველ რიგში სტალინის მემკვიდრე საპატრიარქო გვართმევს, - ამის შესახებ ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვასთან დაკავშირებით განაცხადა.

"საპატრიარქო საქართველოს ისტორიული მისიის - ეროვნული უსაფრთხოების და თავისუფლების მოსისხლე მტერია!

ქართულ ტრადიციებს და ეროვნულ ღირსებას თუ ვინმე გვართმევს, ეს, პირველ რიგში, იოსებ სტალინის მემკვიდრე საპატრიარქოა.

საპატრიარქო საქართველოს ისტორიული მისიის - ეროვნული უსაფრთხოების და თავისუფლების მოსისხლე მტერია!" - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა და მას "რთულ დროში ჯანმრთელობა და ღვთაებრივი სიკეთე" უსურვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე