მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან გამარჯვების გამო, საუდის არაბეთში 23 ნოემბერი დასვენების დღედ გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 21:27 | 22.11.2022
ნანახია: 413

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ, საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა 23 ნოემბერი ქვეყანაში დასვენების დღედ გამოაცხადა. ოთხშაბათს ქვეყანაში არავინ იმუშავებს და ბავშვებს არც სკოლაში წასვლა მოუწევთ.

ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში საუდის არაბეთის ნაკრებმა ლიონელ მესის არგენტინა 2:1 დაამარცხა. ეს გამარჯვება საუდის არაბეთის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატბზე გამოსვლის ისტორიაში მხოლოდ მეოთხე იყო. გოლები პირველ ტაიმში ლიონელ მესიმ მე-10 წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი საუდელმა ფეხბურთელებმა გოლები შვიდწუთიან ინტერვალში გაიტანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე