აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს ბანკს შორის მცირე ზომის ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით მიწოდების ჯაჭვის დაფინანსებაზე შეთანხმება გაფორმდა
საქართველო, თბილისი - 13:45 | 22.11.2022 ნანახია: 837
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების გაძლიერების ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზნით, აზიის განვითარების ბანკთან ერთად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მოხდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და მათთვის მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება. მსგავსი ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკისთვის (ADB) აზიის მასშტაბით პირველია და ის საქართველოს ბანკთან გაფორმდა.
მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს საბრუნავი კაპიტალით მსხვილ კორპორაციებთან ურთიერთობების ბერკეტს აძლევს. საქართველოს ბანკისა და ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა (TSCFP) მცირე ბიზნესისთვის არსებულ კორპორატიულ რისკს გაიზიარებს, რაც მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მეტად განვითარდნენ და გაძლიერდნენ. ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა არის საქართველოსთვის ორწლიანი ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც ასევე ხორციელდება აზიის განვითარებად ქვეყნებში.
„ეს შეთანხმება კიდევ უფრო აფართოვებს საქართველოს ბანკთან პარტნიორობას, რომელიც
მიწოდების ჯაჭვის დაფინანსებაზე, ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო “, - განაცხადა სტივენ ბეკმა, TSCFP-ის ხელმძღვანელმა. „მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების ხელშეწყობის ის სტრატეგია, რომელიც გვაქვს ჩვენს პარტნიორ ბანკებთან, მიმართულია იმისკენ, რომ მცირე კომპანიებმა აითვისონ განვითარებადი აზიის ბაზრები, მონაწილეობა მიიღონ მიწოდების გლობალურ ქსელებში, რაც მათ ხელს შეუწყობს მასშტაბირებასა და ზრდაში, იმაში რომ შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება იქნება ერთერთი იმ მრავალი გარიგებიდან, რომელიც გააუმჯობესებს თამაშის წესებს იმ მცირე კომპანიებისთვის, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს განვითარებად აზიაში, ”- დასძინა სტივენ ბეკმა.
”საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკსა და მის მრავალწლიან პარტნიორს, აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მიმართულია მცირე ზომის ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის და მათთვის ახალი ბაზრების ათვისების ხელშეწყობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა, ექსპერტიზა და გამოცილება, რაც დაგროვდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების სახით, გამოვიყენოთ საქართველოში და ბიზნესებს მივცეთ შესაძლებლობა, ნაკლები რისკით დაიწყონ პარტნიორობა დიდ კორპორაციებთან. საქართველოს ბანკსა და ADB–ს შორის პარტნიორობა შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია, როგორც ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც ზრუნავს, რათა შექმნას ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების კიდევ უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტები მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა (TSCFP) ტრენინგებითა და სხვა ტექნიკური სახის მხარდაჭერით განვითარებადი აზიის ქვეყნებში ბანკებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად გაიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მიმართულებით. ADB-ის შეფასებით, ვაჭრობის დაფინანსების მოთხოვნასა და ფინანსურ ხელმისაწვდომობას შორის სხვაობა მინიმუმ 2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რითიც ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ზომის კომპანიები ზარალდებიან.
აზიის განვითარების ბანკი AAA საკრედიტო რეიტინგით და 250-ზე მეტ პარტნიორ ბანკთან თანამშრომლობით, TSCFP პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს ვაჭრობისა და მიწოდების ქსელის ფინანსურ ხელმისაწვდომობას სესხებითა და გარანტიებით, რომლებიც მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. TSCFP ინიციატივები ხელს უწყობს, რომ გლობალური ვაჭრობა და მიწოდების ქსელი გახდეს უფრო მწვანე, მდგრადი, ინკლუზიური, გამჭვირვალე და სოციალურად პასუხისმგებლიანი.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















