ნობელის პრემია მშვიდობის დარგში უკრაინელ, ბელარუს და რუს უფლებადამცველებს გადაეცათ

საქართველო, თბილისი - 13:57 | 07.10.2022
ნანახია: 343

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის "ვესნას" დამფუძნებელს ალეს ბიალიატსკის, რუსეთის ადამიანის უფლებათა ცენტრ "მემორიალს" (ხელისუფლების მიერ აღიარებულია უცხოელ აგენტად და ლიკვიდირებულია) და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს გადაეცა.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1901 წლის მარტიდან გაიცემა. პრემია იმ ადამიანებს ენიჭებათ, რომლებსაც ერთა შორის ძმობის, არმიების შემცირების ან გაუქმების და სამშვიდობო კონფერენციების პოპულარიზაციაში ყველაზე მეტი წვლილი შეაქვთ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე