სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსების შესახებ

საქართველო, თბილისი - 13:33 | 07.10.2022
ნანახია: 233

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსების შესახებ. ამის თაობაზე ნათქვამია განცხადებში, რომელიც პრაღაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სომხეთი დათანხმდა ხელი შეუწყოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგებას აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანი კი დათანხმდა ამ მისიასთან თანამშრომლობას საჭიროების შემთხვევაში.

მისია ოქტომბერში დაიწყებს მუშაობას და სომხეთში ორი თვის განმავლობაში დარჩება.

ევროკავშირის განცხადებით, მისიის მიზანია ორ ქვეყანას შორის ნდობის გამყარება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე