ბათუმში მე-12 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 11:54 | 07.10.2022
ნანახია: 227

ბათუმში მე-12 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა გუშინ ერთ-ერთი საჯარო სკოლის მიმდებარედ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კლასელებმა ტელეფონის დამტენის გამო იჩხუბეს.

დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი მოსწავლე, ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მდგომარეობა სტაბილურია. მეორე მოსწავლე და მშობლები კი პოლიციამ გამოკითხა. ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე