ბოლო ხუთ დღეში უკრაინის ძალებმა ხერსონის ოლქის 29 დასახლება გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 18:00 | 06.10.2022
ნანახია: 383

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 ოქტომბრის შემდეგ ხერსონის ოლქის 29 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელმა ოლექსეი გრომოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ხერსონის მიმართულებაზე რუსეთის ჯარი რეზერვის ხარჯზე ცდილობს კონრეშეტევების განხორციელებას, რათა შეაკავოს უკრაინის შეიარაღებული ძალები და აღადგინოს კონტროლი დაკარგულ ტერიტორიებზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება. გასული დღის განმავლობაში დამცველებმა კიდევ სამი დასახლება გაათავისუფლეს, ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სულ ოქტომბრის დასაწყისიდან უკრაინელმა სამხედროებმა  ხერსონის რეგიონის 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტის დეოკუპაცია მოახდინეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე