გლობალური პრემიუმ ბრენდი ქართულ ბაზარზე - „თეგეტა მოტორსმა“ ლუის ჰამილტონის რჩეული საავტომობილო ზეთი Petronas Syntium შემოიტანა
საქართველო, თბილისი - 16:36 | 03.10.2022 ნანახია: 872
„თეგეტა“, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია რეგიონში, გლობალური ბრენდების წარმომადგენლობების გაფართოებაზე მუდმივად ზრუნავს. ქართულ ბაზარზე წამყვანი საერთაშორისო ბრენდი - Petronas გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი.
Petronas-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლას საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საბოლოო ჯამში, „თეგეტამ“ პრემიუმ ბრენდის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოახერხა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში „პეტრონასთან“ თანამშრომლობა ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო. მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით მათ ოფიციალურ წარმომადგენლობებთან. როგორც მოგეხსენებათ, „თეგეტა ჰოლდინგი“ ბაზარზე 27 წელია ოპერირებს. საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაზე „თეგეტა“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც ზრუნავს. მათთვის მნიშვნელოვანი იყო მსხვილი, სანდო და გამოცდილი პარტნიორი, შესაბამისად, არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს. მოლაპარაკებები არ იყო მარტივი, თუმცა შევძელით, გვეჩვენებინა ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები“, - აცხადებს თენგიზ ლელუჩაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
„თეგეტა მოტორსში“ უკვე შესაძლებელია Petronas-ის მსუბუქი ავტომობილების პრემიუმ ხაზის ზეთების Syntium-ის შეძენა, რომელსაც კომპანია °CoolTec™ ტექნოლოგიით აწარმოებს. Syntium იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას.

Petronas Syntium Cooltech+ გაგრილების ტექნოლოგიით შექმნილია იმისათვის, რომ ძრავის დაზიანებები აკონტროლოს, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს ძრავის პოტენციური ენერგია. 3%-ით უფრო ეფექტური წვის მეშვეობით კი ძრავის ეფექტიანობა მაქსიმალურია, რის შედეგადაც უფრო მაღალი სიჩქარის განვითარება ნაკლები წვითაა შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ Syntium მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სარბოლო ავტომობილებში უკვე წლებია გამოიყენება. ფორმულა 1-ის პილოტი, შვიდგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი სწორედ Petronas Syntium-ის მომხმარებელია. ავტომრბოლელი თავის სარბოლო Mercedes-ის ძრავის ავტომობილში სწორედ Syntium-ის ზეთს იყენებს, რაც მის ისედაც ძლიერ ავტომობილს, დამატებით, გამარჯვებისთვის საჭირო შესაძლებლობებს სძენს.

„გაგრილება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი პოტენციალი ვაჩვენოთ. უნდა ვაკონტროლოთ სიმხურვალე და შევინარჩუნოთ სიგრილე. მეტი ენერგია და ნაკლები დაბინძურება“, - ასე აფასებს F1-ის ლეგენდარული პილოტი ლუის ჰამილტონი Syntium-ს.
აღსანიშნავია, რომ Syntium ასეთი მაღალი ეფექტიანობით არა მხოლოდ სპორტულ ავტომობილებს, არამედ მსუბუქ ავტომობილებსაც უზრუნველყოფს. მისი უპირატესობა ხარისხი, მრავალფეროვანი არჩევანი და ფასია. რაც შეეხება მახასიათებლებს, გასათვალისწინებელია ის, რომ „პეტრონასის“ ზეთი ყველა საავტომობილო ბრენდში გამოიყენება.
PETRONAS SYNTIUM-ის ასორტიმენტი, რომელიც პირველად 1997 წელს გამოჩნდა, დღეს აღიარებული, დამტკიცებული და აკრედიტებულია ძირითადი ავტომწარმოებლების მიერ. ძრავის ზეთების მაღალი ხარისხი ისეთ საერთაშორისო სტანდარტებს აჭარბებს, როგორებიცაა ILSAC GF-4 და API SM.
„შემდეგი ეტაპი უკვე ასორტიმენტის გაზრდაა, რაზედაც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ასევე ვგეგმავთ „პეტრონასის“ სხვადასხვა ძირითადი ხაზის პროდუქციის შემოტანასაც, ისეთების, როგორებიცაა სატვირთო და სპეცტექნიკისათვის საჭირო საპოხი საშუალებები“, - ამბობს „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
კომპანიასთან „თეგეტა“ არა მხოლოდ ასორტიმენტის ზრდაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, არამედ ამბიციური გეგმის განხორციელებასაც გეგმავს, რომლის თანახმადაც, „თეგეტა“ Petronas-ს მთელ რეგიონში წარმოადგენს.
„პეტრონასისთვის“ ჩვენი რეგიონი საკმაოდ საინტერესოა. ბრენდი არაერთ მსხვილ ქალაქშია წარმოდგენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რომ „თეგეტა“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში იყოს მათი პარტნიორი. „პეტრონასთან“ ერთად, რეგიონის ბაზარზე გასვლა ჩვენი სამომავლო, ამბიციური გეგმის ნაწილია“, - აცხადებს ლელუჩაშვილი.
ცნობისთვის, დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც ბაზარზე თითქმის 30 წელია ოპერირებს, 300-მდე საერთაშორისო ბრენდის პარტნიორია და რეგიონში 150,000-ამდე დასახელების პროდუქტის მიმწოდებელია. „პეტრონასთან“ პარტნიორობა „თეგეტას“ პორტფელში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც მომხმარებლებისთვის, დამატებით, მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას გულისხმობს.
1974 წელს დაფუძნებული „პეტრონასი“ კი, გლობალური მასშტაბით, ინდუსტრიის ტოპ 10 კომპანიას შორის წამყვან პოზიციას იკავებს. „პეტრონას ჯგუფის“ შემადგენლობაში შემავალი PETRONAS LUBRICANTS INTERNATIONAL (PLI) ფლობს და ოპერირებას უწევს შერევისა და შევსების 10 ობიექტს მთელ მსოფლიოში. მათი ჯამური კომბინირებული წლიური წარმადობა კი 800,000 ტონაა. Petronas-ის 30-ზე მეტი წარმომადგენლობა 23 ქვეყანაში მუშაობს.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















