ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კენედი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 01.03.2016
ნანახია: 2200

ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კენედი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი მაყურებლებისთვის ფილმის ”შიშველი პისტოლეტის” სერიებით არის ცნობილი.

კენედის შვილიშვილის თქმით, მსახიობი ორი დღის წინ გარდაიცვალა, თუმცა ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ დღეს განაცხადა.

სიცოცხლის ბოლო წლები კენედიმ საავადმყოფოში გაატარა, რადგან ცოლის გარდაცვალების შედმეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

ჯორჯ კენედი 1925 წელს დაიბადა, კინოში მისი კარიერა 1960 წელს ფილმში ”სპარტაკი” ეპიზოდური როლის შესრულებით დაიწყო. შემდეგ მან სხვადასხვა ფილმსა და სერიალში 150-ზე მეტი როლი ითამაშა.

1968 წელს კენედიმ ფილმში ”გულგრილი ლუკი” შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ”ოსკარის” პრემია მიიღო. მის ყველაზე ცნობილ ფილმებს შორის არის ”შარადა” და ”აეროპორტი”.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე