საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი 2:1 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 00:53 | 27.09.2022
ნანახია: 398

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ბოლო, მეექვსე მატჩი გამართა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი გიბრალტარს ეწვია და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ამ მოგებით, საქართველომ ერთა ლიგის C დივიზიონში მონაწილე 16 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი უჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა თბილისში გაიმართება.

ვინ შეხვდება საქართველოს 27 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიისა და საბერძნეთის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

პირველ ტაიმში ნაპოლელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გარდასახა გოლად.

მეორე ტაიმში გიორგი წიტაიშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა.

ეს არის საქართველოს ნაკრების ზედიზედ მე-11 წაუგებლად ჩატარებული მატჩი. მანამდე 10 წაუგებელი შეხვედრა საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჰქონდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე