"აზოვის“ პოლკის მეთაური, მისი მოადგილე და უკრაინელი საზღვაო ქვეითების მეთაური რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ

საქართველო, თბილისი - 08:33 | 22.09.2022
ნანახია: 145

„აზოვის” პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი და უკრაინელი საზღვაო ქვეითების მეთაური სერჰი ვოლინსკი (ვოლინა) რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ტელეგრამარხებზე ვრცელდება ცნობა, რომ აზოვის მებრძოლები და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთში დააბრუნეს რუსი მფრინავები და ჯარისკაცები.

ამასთან, "უკრაინსკა პრავდას" ცნობით, უკრაინულმა მხარემ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, რუსეთს გადასცა უკრაინელი ბიზნესმენი, პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში ღალატშია ეჭვმიტანილი

"ახლა ბიჭები უკვე თავისუფლები არიან, მაგრამ მესამე ქვეყანაში, სადაც ჩავიდნენ გაცვლითი ხელშეკრულებების შესაბამისად. ცოტა ხანს დარჩებიან იქ, მაგრამ მთავარი უკვე მოხდა - თავისუფლები და ცოცხლები არიან“ - ამბობს "აზოვის" ყოფილი მეთაური ანდრეი ბილეცკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე