გზა წარმატებისკენ - დაიწყე კარიერა თეგეტაში
საქართველო, თბილისი - 19:40 | 12.08.2022 ნანახია: 624
გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურს. "თეგეტა მოტორსი", სამუშაოს მაძიებლებს "თეგეტა აკადემიასთან" ერთად დასაქმების უნიკალურ შანსს აძლევს. "თეგეტა მოტორსის" დასაქმების პროექტი – "დაიწყე კარიერა თეგეტაში" გრძელდება. კომპანიაში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. შერჩეული კანდიდატები ახალ პროფესიას თეგეტა აკადემიაში დაეუფლებიან და შეძლებენ, ჩაერთონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში.
ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით შერჩეული კანდიდატები ინტენსიურ თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან მსუბუქი ან სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც პრაქტიკულ სწავლებას დაიწყებენ. ამ პერიოდში შეიძენენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია "თეგეტა მოტორსის" პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას ისინი თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კი დასაქმდებიან თეგეტას გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. ეს გზა 2 წლის წინ გაიარა ნიკა თავაძემ და ის ახლა გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზეა დასაქმებული.

"დაახლოებით 2 წლის წინ, აკადემიით დავიწყე კარიერა თეგეტაში. სწავლის შემდეგ თვენახევრიანი პრაქტიკა გავიარე, პერიოდულად გამოცდები გვიტარდებოდა, და წარმატებით ჩაბარების შემდეგ შტატში ჩამსვეს, როგორც კონსულტანტი. შემდეგ გავხდი ვაკის ფილიალის გაყიდვების ჯგუფის უფროსი. ამჟამად კი, „თეგეტას“ ცენტრალურ ოფისში, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ფილიალის გაყიდვების ჯგუფის უფროსი ვარ. ამიტომაც ჯერჯერობით წინსვლა გრძელდება. სწავლა თეგეტაში ყოველდღიური პროცესია, არც ერთი დღე არ არის წინა დღის მსგავსი. ვისაც ამ სფეროში მუშაობის სურვილი აქვს, საკუთარი გამოცდილებიდან ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ არანაირ დაბრკოლებას, რომელიც აუცილებლად ბევრი შეხვდებათ. კომპანია ძალიან დიდია და კონკურენციაც შესაბამისი იქნება, ამასაც არ შეუშინდნენ და რა მიზანიც აქვთ, ბოლომდე მიჰყვნენ. მონდომებითა და შრომით აუცილებლად მიაღწევენ სასურველ შედეგს", - ნიკა თავაძე, "თეგეტა მოტორსის" გაყიდვების ჯგუფის უფროსი.
აკადემიაში სწავლით დაიწყო კარიერია ირაკლი გერმანმა, რომელიც მეხუთე წელია "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდის წევრია და ახლა სერვისის მენეჯერის პოზიციას იკავებს.

ირაკლი გერმანი, "თეგეტა მოტორსის" სერვისის მენეჯერი: "მანქანა ჩემი ჰობი იყო და ახლა ეს ჰობი კარიერად ვაქციე. ავტომობილი ყოველთვის მაინტერესებდა და ასე თუ ისე ვერკვეოდი კიდეც, მაგრამ აკადემიაში სწავლის პროცესში უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღე. მოკლე კურსისა და პრაქტიკების გავლის შემდეგ შემარჩიეს სექტორის მენეჯერის პოზიციაზე, კლიენტსა და მექანიკოსებს შორის უშუალო რგოლი ვიყავი. შემდეგ, გამოცდილებიდან და სტაჟიდან გამომდინარე, დამაწინაურეს და გავხდი სერვისის მენეჯერი - ეს უფრო მაღალი საფეხურია. ყოველი დღე გამოწვევებითა და სიახლეებით არის სავსე. ძალიან რთულია, მანქანის აგებულება ისწავლო ნულიდან, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ კითხვები დასვან, არაფრის არ მოერიდოთ, ძალიან ყურადღებით იყვნენ ჩართულები, თითოეულ დეტალს დააკვირდნენ და გაიაზრონ, მოინდომონ, მეტი ცოდნა შეიძინონ. აკადემიაში საუკეთესო გამოცდილებას მიიღებენ, ეს გამოცდილება მე დღემდე მადგება პრაქტიკაში. თეგეტა ყველას მისცემს გასაქანს, რომ ცოდნა, მონდომება და ინტერესი ბოლომდე მიიყვანონ."
"დაიწყე კარიერა თეგეტაში" - კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს თითოეული დასაქმებულის კარიერულ გაზრდასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი დღეს უკვე რამდენიმე საფეხურით არის დაწინაურებული.

ნინო ოხანაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით: "ახალი კადრების მოძიება და მათ კარიერულ ზრდაზე ზრუნვა თეგეტა ჰოლდინგისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ დასაქმებულსა და მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების შესაძლებლობას ვაძლევთ ყველას წინასწარი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. ნებისმიერ სამსახურის მაძიებელს აქვს შესაძლებლობა სრულიად უფასოდ გაიაროს პროფესიონალი ტრენერების სასწავლო კურსი და დასაქმდეს საქართველოში ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში".
ვისაც სურვილი აქვს კარიერა საავტომობილო სფეროში დაიწყოს, არის მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული კომპანია ყველას თანაბრად აძლევს შანსს ისწავლოს აკადემიაში. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კი საუკეთესო კანდიდატები კომპანიისგან მიიღებენ სტიპენდიას და დასაქმდებიან "თეგეტა მოტორსის" თბილისის ფილიალებში.
სასწავლო კურსი 2022 წლის სექტემბერში იწყება და სრულად ფინანსდება „თეგეტა მოტორსის“ მიერ. პროექტში ჩასართავად ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია ან გამოგზავნოს რეზიუმე ელ.ფოსტაზე: career@tegetamotors.ge
პოლიტიკა
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
საზოგადოება
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით გააჩუმოს - Amnesty International
- Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
- ლანა ღოღობერიძეს 97 წელი შეუსრულდა
მსოფლიო
- რუსეთი თუ ბრიუსელზე სარაკეტო იერიშს მიიტანს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს - ბელგიის თავდაცვის მინისტრი
- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ერა დაიწყო - ილჰამ ალიევი
- მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 30 უცხოელი გააძევა
- მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო - CNN
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
- MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















