თბილისის მეტროს პირველ ხაზზე 13-14 აგვისტოს მატარებლები ზონალური სქემით იმოძრავებენ

საქართველო, თბილისი - 18:05 | 12.08.2022
ნანახია: 234

მეტროსადგურ "გოცირიძის" მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“.

"მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ . თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე