სააკაშვილს უკრაინის თემები აინტერესებს, აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, განცხადება არ გაუკეთებია - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 17:33 | 10.08.2022
ნანახია: 400

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, უცხოელი ექსპერტები ამ დრომდე ელოდებიან საქართველოს ჯანმდაცვის სამინისტროდან ნებართვას მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩასართავად.

ხაჭაპურიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში, მძიმეა.

"ფსიქიატრი, ნევროლოგი, გასტროენტოროლოგი ამერიკიდან. კიდევ ერთი, დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და შვეიცარიიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტი. როგორც კი ნებართვას მივიღებთ ჯანდაცვის სამინისტროდან, ჩათვალეთ, მეორე დღეს გამოფრინდებიან.
როგორც თვითონ მითხრა, ეს დღეები იყო ძალიან ცუდად. რაღაც ანთებით პროცესებზეა საუბარი, სიცხე ჰქონდა. ჩვენი საკითხი არის ცალსახად ჯანმრთელობის მდგომარეობა და მზადება სასამართლო პროცესისთვის, რომელიც წესით ძალიან მალე უნდა გაიმართოს" - თქვა ადვოკატმა.

ამავდროულად, ხაჭაპურიძემ ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოს, სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირების თაობაზეც გააკეთა კომენტარი.

ხაჭაპურიძის თქმით, ახლა სააკაშვილს უკრაინის თემები აინტერესებს, "აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, განცხადება არ გაუკეთებია".

"ნეტარ არიან მორწმუნენი "ნაციონალურ მოძრაობას" რაც შეეხება. რაც შეეხება სააკაშვილს, ამ თემაზე თითქმის არ გვილაპარაკია. უკრაინის თემები აინტერესებს და საქართველოს აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ამის თაობაზე თვითონ გააკეთებს განცხადებას", – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე