ბოჯომში სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 20:02 | 09.08.2022
ნანახია: 454

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. იტყობინება ტელეარხი "ბორჯომი".

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი, 65 წლის კაცი გარდაიცვალა.

ტბის ტერიტორიულ ერთეულში, მერის წარმომადგენლის ზურაბ ლომიძის განცხადებით, მძღოლმა სავარაუდოდ მანქანიდან გადმოხტომა ვეღარ მოასწორ და ხევში გადავარდა, 100 მეტრის სიმაღლეზე.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ექიმები, მაშველები და სამართალდამცავები.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე