სოფელ საციხურში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 09.08.2022
ნანახია: 489

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას რეგიონული მედია qartli.ge ავრცელებს.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

,,ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა სოფელში, პოლიციელებმა გამოძიება დაიწყეს, სხვას ცერაფერს გეტყვით,'' - უთხრა გამოცემას სოფლის რწმუნებულმა.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი საციხური-აბანოს გზაზე მოძრაობდა. მანქანის სარკე ველოსიპედს მოედო. მოზარდი წაიქცა და მძიმე ტრავმა თავის არეში მიიღო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე