ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 09.08.2022
ნანახია: 145

გასული ერთი კვირის (31.07-07.08.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამავე პერიოდში, ქვეყანაში 11 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 67 482 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.82%.

საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან, ინფიცირების 1 710 749 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 16 877 გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე