"ბუჩამდე უკრაინაში, იყო აფხაზეთი საქართველოში" - ალ ჯაზირა აფხაზეთში ქართველთა გენოციდზე
საქართველო, თბილისი - 12:32 | 06.08.2022 ნანახია: 559
გამოცემა "ალ ჯაზირა აფხაზეთში" ქართველთა გენოციდის შესახებ სტატიას აქვეყნებს - "ბუჩამდე უკრაინაში, იყო აფხაზეთი საქართველოში".
1993 წელს ვენერა მეშველიანი იყო ერთ-ერთი იმ 300-ზე მეტი ადამიანიდან, რომლებიც აფხაზეთში, რუსეთის მოსაზღვრე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, რუს სამხედროებს 3 კვირის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული,
"არ მავიწყდება ჯარისკაცების ნაბიჯების ხმა და მყრალი ნესტის სუნი, იმ სკოლის შენობაში რომ იდგა, რომელშიც დავტყვევებულები ვყავდით. ყველაფერი რასაც იქ შევესწარი და გამოვცადე, გენოციდია" - ამბობს მეშველიანი, 86 წლის ეთნიკურად ქართველი აფხაზეთის სოფელ ახალდაბიდან.
"ყოველ ღამით გვამცირებდნენ, ფეხებით ზედ გვივლიდნენ. შემდეგ მეტად ახალგაზრდა გოგონები გაჰყავდათ და აუპატიურებდნენ", - ჰყვება თბილისის ერთოთახიან ბინაში მცხოვრები მეშველიანი ალ ჯაზირასთან.
"ბევრი გოგონა, რომელიც გააუპატიურეს, ჩემი მოსწავლე იყო. ომამდე სოფელში მათ მათემატიკას ვასწავლიდი. როგორ შეიძლება დამავიწყდეს ის სისასტიკეები, რომელიც ამ ბავშვებმა გამოსცადეს?", - ამბობს ის.
"ერთი მეხუთეკლასელი გოგო, რომელსაც სისხლი სდიოდა, ჩემ ფეხებთან მოვიდა, ჩამებღაუჭა და მეკითხებოდა, ღირდა თუ არა ამის მერე ცხოვრების გაგრძელება. სწორედ მაშინ, როდესაც ვცდილობდი გამემხნევებინა, მეორე გაუპატიურებული ახალგაზრდა გოგო მოიყვანეს სკოლის შენობაში, რომელსაც ტრავმისგან გული მისდიოდა"
"წყალს ითხოვდა და ერთი დაბალი, მკაცრი გამომეტყველების რუსი ჯარისკაცი, რომლის სახეც დღემდე მახსოვს, ავიდა ფანჯრის რაფაზე, გოგოს თავთან, სახეზე დააშარდა და უთხრა: "აი, თქვენი წყალი. ამას იმსახურებთ ქართველებიო". 30 წელი გავიდა და ეს კრიმინალები არავის გაუსამართლებია".
1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო - აფხაზეთის კონფლიქტი გამწვავდა, აფხაზებს საქართველოსგან ავტონომიის მოპოვება და საკუთარი იდენტობისა და კულტურის დაცვა სურდათ.
სანამ ომი დაიწყებოდა, რეგიონში სრული მშვიდობა იყო. ახალდაბა ძალიან ლამაზი სოფელი იყო და ყველა მეტ-ნაკლებად შეძლებულად ცხოვრობდა, მაგრამ ყველა მშრომელი იყო. მაგრამ აფხაზეთში იყვნენ ადამიანები, რომლებიც პრო-რუსები იყვნენ და მათ დაიწყეს მტრობის თესვა საქართველოს წინააღმდეგ, სანამ ომი დაიწყებოდა", - ამბობს მეშველიანი.
კრემლი აფხაზეთის მოთხოვნებს მხარს უჭერდა და დაპირისპირება პოსტ-საბჭოთა ეპოქის ყველაზე სისხლიან კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზ სეპარატისტებსა და რუსულ ძალებს შორის 1992 წლის აგვისტოში დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა.
საქართველოს პროკურატურის არგასაჯაროებული ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტს 5 738 ქართველი შეეწირა.
200 000-ზე მეტი უმეტესად ეთნიკურად ქართველი რეგიონიდან გამოდევნეს და ისინი დღემდე რეგიონს გარეთ ცხოვრებას.
აფხაზეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა 1999 წელს გამოაცხადა. დაპირისპირება დღემდე გრძელდება, თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა, 2014 წელს კი მისი საზღვრების კონტროლის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
თუმცა, მეშველიანის თქმით, გეოპოლიტიკური ვითარების გამო ადრეულ 90-იან წლებში ჩადენილი ომის დანაშაულების შეფასება შეფერხდა.
"მეუღლე თვალწინ მომიკლეს. ასევე მახსოვს ერთი სახლი სოფლის ბოლოს, რომლის მეპატრონეებიც მოკლეს, თავები მოაჭრეს და მოჭრილი თავები სასადილო მაგიდაზე დააწყვეს. ასეთი საზარელი ურჩხულები არ იმსახურებენ სასჯელს?", - ამბობს ის, - "მსოფლიოს ჯერ კიდევ არ შეუფასებია ეს დანაშაული გენოციდად".
თბილისში არსებული პლატფორმის, აფხაზთა კრების თავმჯდომარე, მალხაზ პატარაია, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქართველების უფლებებს იცავს, ამბობს, რომ აგრესორისთვის სწორი სახელი არც საქართველოს ხელისუფლებას და არც დასავლეთს არ დაურქმევია.
"ჩვენი ხელისუფლება კრემლს უფრთხის, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთსაც სჯეროდა, რომ კრემლთან დიპლომატიური დიალოგი იმუშავებდა. სწორედ ამან გაადაავადა ომის დამნაშავეთა დასჯაც", - ამბობს ალ ჯაზირასთან პატარაია, რომელიც თავად აფხაზეთიდანაა დევნილი.
მიუხედავად იმისა, რომ გაერო-ს მისიამ საქართველოში, Human Rights Watch-მა და ეუთო-მ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების მიმართ ჩადენილი დანაშაულები "ეთნიკურ წმენდად" აღიარეს, პატარაია წუხს, რომ მსოფლიოს ეს დანაშაულები გენოციდად ამ დრომდე არ აქვს შეფასებული.
"ეუთო-ს სამ დოკუმენტში აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულები "ეთნიკურ წმენდად" არის მოხსენიებული. როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ ისეთი ფრაზები, როგორიცაა "ეთნიკური წმენდა" პოლიტიკურად კორექტული ფრაზებია, რადგან მათ ნორმატიული საფუძველი არ გააჩნიათ", - ამბობს პატარაია ალ ჯაზირასთან.
"მხოლოდ გენოციდს აქვს ნორმატიული საფუძველი, რადგან არსებობს საერთაშორისო კონვენციები გენოციდის მსხვერპლთათვის, რომელიც ომის დანაშაულის მსხვერპლთათვის სამართალს უზრუნველყოფს. თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ მსოფლიოში მრავალი რამ შეცვალა. ადამიანებმა დაივიწყეს პოლიტიკური კორექტულობა და რაღაცების სწორი სახელდება დაიწყეს. ამან შეიძლება აფხაზეთში მომხდარის სწორ შეფასებამდე მიგვიყვანოს", - ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში მომხდარ ომის დანაშაულებზე სახელმწიფომ ორჯერ დაიწყო გამოძიება, საქართველოს ხელისუფლება ამბობდა, რომ მოსკოვი თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა და გამოძიება შეწყვიტა.
მეშველიანის მსგავსად, მრავალმა იფიქრა, რომ მათ მიერ განცდილი ტრავმა დავიწყებისთვის იყო განწირული.
"დღემდე მტკივა, რომ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ყველა დევნილს მოვუწოდებ, დაწეროს და ხმამაღლა ილაპარაკოს იმის შესახებ, რაც გამოიარეს. მხოლოდ ასე მივაღწევთ დამნაშავეთა გასამართლებას", - ამბობს მეშველიანი, რომელსაც თავისი ისტორია დღიურში აქვს შენახული.
190 კმ-ის დაშორებით თბილისიდან, ყოფილ საბჭოთა ბალნეოლოგიურ კურორტზე, წყალტუბოში მცხოვრები 68 წლის სულიკო ყვება: "წყალტუბოში 1993 წლის სექტემბერში ჩამოვედი. ჩემს სოფელში, აფხაზეთში სრული საშინელება ხდებოდა. გამოქცევამ მომიწია. ჩვენი სოფელი სამი დღის განმავლობაში იყო ალყაში, მაგრამ შვილების წამოყვანა და გამოქცევა მოვახერხეთ. ბიძაჩემი, რომელის შშმ პირი იყო, სახლში ცოცხლად დაწვეს. დედაჩემიც ომში დაიღუპა და დღემდე არ აქვს საფლავი... აღარ მინდა ამაზე საუბარი. 30 წელი გავიდა და ჩვენთვის არაფერი შეცვლილა".
77 წლის ნოდარ გურჩიანი, რომელიც აფხაზეთის ომში რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ იბრძოდა, ჩაერთო.
"უმეტესობა ჩვენგანი მთელი ეს წლებია საშინელ პირობებში ვცხოვრობთ. მგონია რომ საკუთარ ქვეყანაში არსებულ დასახლებაში სტუმარი ვარ", - ამბობს ის.
ალ ჯაზირა დაუკავშირდა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფისს, თუმცა მასალის გამოქვეყნების დროს მისგან კომენტარი არ მიგვიღია.
14 აგვისტოს კონფლიქტის 30 წლისთავი ახლოვდება, თამარ სიუტიევა, სოციალური მუშაკი, რომელიც 3 წლის ასაკში გამოიქცა აფხაზეთიდან, ქართულ საზოგადოებაში ითხოვს მეტ თანასწორობას.
ამჟამად ის თავის ოჯახთან ერთად თბილისის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
"როდესაც პირველად ჩამოვედი თბილისში, სკოლები ჩვენს მიღებაზე უარს ამბობდნენ, რადგან დევნილები ვიყავით. ჩვენ მიმართ სტიგმა ისევ არსებობს. ბევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ზედმეტ კეთილგანწყობას იჩენს, როდესაც საცხოვრებელ სივრცეებს გვითმობს და ტვირთად გვთვლიან საზოგადოებისთვის.
31 წლის თამარ თოლორდავა, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ამბობს: "ხანდახან საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილებად ვგრძნობთ თავს. ახალგაზრდა დევნილებმა უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის და დავანგრიოთ ეს სტიგმა. იმედი მაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენი საზოგადოება გამოფხიზლდება და დაინახავს ჩვენს ტრავმას".
აფხაზთა კრება, ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, ტაბულა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება 7 აგვისტოს თბილისის ცენტრში კამპანიას იწყებენ, რათა აამღლონ ცნობიერება დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ და მოითხოვონ ომის დამნაშავეთა გასამართლება.
"უკრაინაში ბუჩამდე, აფხაზეთი იყო საქართველოში. უკრაინაში ომის დანაშაულთა გამოძიების პარალელურად, მსოფლიოს კარგი შესაძლებლობა აქვს რუსეთის მიერ ქართველების მიმართ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულები გენოციდად შეაფასოს", - ამბობს პატარაია ალ ჯაზირასთან უკრაინის იმ ქალაქზე, რომელშიც რუსებმა სავარაუდოდ საშინელი სისასტიკეები ჩაიდინეს.
მიუხედავად იმისა, რომ მეშველიანმა იცის, რომ სამართლის ძიებას შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს, ის კამპანიაში მაინც მონაწილეობს.
"მაშინაც კი, როდესაც დატყვევებული ვყავდით, მჯეროდა, რომ ცოცხლები გამოვაღწევდით. არაერთმა თვითმკვლელობა სცადა და მე გავაჩერე. ბავშვებს ტომარაში ვსვამდით და ზედ ვასხდებოდით, რომ დაგვეცვა. ყველა მათგანი დღეს ცოცხალია. ეს არის, რაც მაბედნიერებს", - ამბობს ის.
"დღეს დასავლეთმა თითქოს გაიღვიძა, ამიტომ მჯერა, რომ ამიერიდან ჩვენს ისტორიებს მოისმენენ და შესაძლოა, მათ მართლაც გენოციდი უწოდონ".
თარგმანი: "ევროპული საქართველო"
პოლიტიკა
- „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17-მა წევრმა დატოვა
- ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ - შარლ მიშელი
- აუცილებლად გვჭირდება აფხაზ დებთან და ძმებთან შერიგება, უნდა შევძლოთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და გადავეხვიოთ - ალუდა ღუდუშაური
- კმაყოფილი ვარ პროცესებით, რაც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს, რაც უფრო დიდხანს იქნება კლოუნადწოდებული პირი ხელმძღვანელი, მით უკეთესად გამოჩნდება მათი რეალური სახე - თეა წულუკიანი
საზოგადოება
- სპორტის 15 სახეობა, 14 000-ზე მეტი მოსწავლე - საქართველოს ბანკისა და სასკოლო ლიგის ერთობლივი პროექტი ახალგაზრდებისთვის დაიწყო
- Euromoney-ს შეფასებით, საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში
- შემეცნებითი ტურნე რეგიონებში - „აზროვნების აკადემიამ“ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო
- USAID - ისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესასოციაციები და კლასტერები სრულად აღჭურვილი 4B სივრცეებით უფასოდ ისარგებლებენ
სამართალი
- დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში 40 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრა
- პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ქალზე ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტებზე კახა აბუაშვილს გირაო შეეფარდა
- „დირიჟორი“ - ახალი სპექტაკლი თეატრ სახელოსნო 42-ში - სეზონის პარტნიორია SOLO
- ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - ესპანური მედია
ეკონომიკა
- საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესს 2%-მდე ფასდაკლება ახალ სესხზე დოლარსა და ევროში
- აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლობას შეხვდა
- უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ ,,ბიოგრაფი ლივინგმა“ ,,საქართველოს ბანკთან“ და სამშენებლო კომპანია ,,ანაგთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
- შექმენი Black Friday შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის საშუალებით
მსოფლიო
- ისრაელის არმიამ ჯაბალიაში „ჰამასის“სამეთაურო ცენტრი დაიკავა
- ვიქტორ ორბანი შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხზე
- კაცი კაცია და ქალი ქალია - ეს უბრალოდ საღი აზრია - რიში სუნაკი
- „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლებაზე უარით, ზავის პირობები დაარღვია - ბენიამინ ნეთანიაჰუ
კულტურა
- რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს - იუსტიციის სამინისტრო
- დავით კეზერაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს - არჩილ თალაკვაძე
- გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
- საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავა მესამე ადგილზე გავიდა | ვიდეო
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
- აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
ბიზნესი
- პირველი ელექტროავტობუსი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგმა“ ჩამოიყვანა
- ,,თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამა წარმატებით დაასრულა
- „თეგეტა შოპის“ მეშვეობით საბურავების შეკვეთა უკვე ევროპიდან არის შესაძლებელი
- „თეგეტა მოტორსი“ უზბეკეთში ExxonMobil-ის ოფიციალური დილერი გახდა
სპორტი
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა
- რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს, ბოდიში და მადლობა…დავბრუნდებით უფრო ძლიერები - ხვიჩა კვარაცხელია
- საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 1:1 დასრულდა
- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია