რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და სირცხვილი - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 12:56 | 05.08.2022
ნანახია: 243

რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და სირცხვილი - ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

"რუსეთის მოქალაქის მიმართ ვინმეს თუ აქვს ზიზღი, ეს არის ქსენოფობია და ეს არის სირცხვილი. თქვენ არ მეთანხმებით ამაში?! თუ ადამიანი არის უბრალოდ რუსი ან რუსეთის მოქალაქე, და ამის გამო აქვთ ზიზღი ადამიანის მიმართ... თქვენ გაქვთ ზიზღი ასეთი ადამიანის მიმართ? რუსის მიმართ ზიზღი გაქვთ? რიგითი რუსის მიმართ თქვენ ზიზღი გაქვთ? თუ თქვენ გაქვთ ზიზღი რიგითი რუსის მიმართ, მაშინ თქვენ არაფერი გსმენიათ არც ადამიანების უფლებებზე, არც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებზე, არაფერზე, გარდა ამისა კულტურაზე", - თქვა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე