ლეონარდო დი კაპრიოს წლის საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის ”ოსკარი” გადაეცა

საქართველო, თბილისი - 09:40 | 29.02.2016
ნანახია: 1968

ლოს ანჯელესში "ოსკარების" დაჯილდოების 88-ე ცერემონიალი გაიმართა. წლის მსახიობი მამაკაცის ჯილდო გადაეცა ლეონარდო დი კაპრიოს ფილმისთვის "რევენანტი". სულ ამ ფილმმა 12 ნომინაციიდან 3 ჯილდო მიიღო. ფილმი "შეშლილი მაქსი" კი 10 ნომინაციიდან 6 ჯილდოს მფლობელი გახდა.
წლის საუკეთესო ფილმად "სფოთლაითი" დასახელდა. წლის რეჟისორის კატეგორიაში "რევენანტის" რეჟისორმა ალეხანდრო ინიარიტუმ გაიმარჯვა. წლის მსახიობი ქალისთვის კი პრიზი გადაეცა ბრი ლარსონს ფილმისთვის "ოთახი".

წლის ანიმაციური ფილმის კატეგორიაში მთავარი პრიზი მოიპოვა "თავდაყირამ". წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში კი პრიზი უნგრულ ფილმს "საულის ვაჟს" ერგო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე