უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი შვეიცარიაში ელჩის თანამდებობაზე წარადგინეს

საქართველო, თბილისი - 16:37 | 03.08.2022
ნანახია: 241

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ შვეიცარიაში უკრაინის ელჩის პოსტზე ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა წარადგინა.

"დიახ, ხელი მოვაწერე წარდგინებას [უკრაინის პრეზიდენტისადმი] ირინა ვენედიქტოვას შვეიცარიაში ელჩად დანიშვნის თაობაზე", - თქვა კულებამ "უკრინფორმთან" ინტერვიუში.

კულებას თქმით, ვენედიქტოვას აქვს მაღალი კომპეტენცია, რაც საშუალებას მისცემს, ეფექტურად შეასრულოს ელჩის უფლება-მოვალეობანი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ივლისს  გაათავისუფლა  ირინა ვენედიქტოვა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან.

ვენედიქტოვა იყო უკრაინის პირველი ქალი გენერალური პროკურორი. ის ამ თანამდებობას 2020 წლის მარტიდან იკავებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე