რუსეთს უბრალოდ არ სურს, რომ საქართველო და ქართველები არსებობდნენ - "დროა"
საქართველო, თბილისი - 16:36 | 03.08.2022 ნანახია: 665
პარტია "დროა" ეხმიანება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს სოციალურ ქსელ "ვკონტაქტე"-ში, სადაც ის ამბობდა, რომ საქართველოს გაერთიანება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაშია შესაძლებელი.
გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში პოსტი სოციალური ქსელიდან წაიშალა და მედვედევის პრესსპიკერმა განმარტა, რომ მას "გვერდი გაუტეხეს".
"პარტია "დროას" გვსურს, გამოვეხმაუროთ დიმიტრი მედვედევის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერის გუშინდელ განცხადებას. მედვედევმა რუსულ სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე-ში“ დაწერა პოსტი იმის შესახებ, თუ როგორ აღიდგენს რუსეთი ძველ დიდებას კიევისა და რუსეთის იმპერიის სლავური მიწების დაბრუნებით და როგორ იქნება ეს მხოლოდ დასაწყისი რუსეთის საზღვრების სრული აღორძინების გზაზე, რომლებიც, მისი თქმით, არსად მთავრდება.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა თავის პოსტში განსაკუთრებით გამოყო საქართველო და ჩრდილოეთ ყაზახეთი. „საქართველო რუსეთის იმპერიასთან მიერთებამდე არც კი არსებობდა, მის ტერიტორიას იკავებდა ხუთი სუვერენული პოლიტიკური ერთეული: ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, გურიის, სამეგრელოსა და სვანეთის სამთავროები“,- დაწერა მედვედევმა. მისი თქმით, საქართველოს გაერთიანება ისევ მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაშია შესაძლებელი. ხოლო რუსეთთან გაერთიანება კი ჩვენ თავად გვსურდა ყოველთვის.
უნდა ითქვას, რომ მედვედევის ფილოსოფიაში სიახლე არაფერია, ამ იდეას იმეორებს რუსული იმპერიალიზმის ყველა გამხმოვანებელი დაწყებული დუგინითა და რუსი ჩინოვნიკებით, დამთავრებული საქართველოში არსებული პრორუსული ძალებითა და ფეისბუქ ტროლებით. ეს ნარატივი ემსახურება მითს, რომ რუსეთმა საქართველო ფიზიკურად გადაარჩინა, სულიერად კი იდენტობა შეუნარჩუნა და „ველური კავკასიელი“ ცივილიზებულ, ევროპეიზებულ ადამიანად აქცია. თანამედროვე საქართველოს რომ არჩევანი ისევ „ისტორიულ მტრებსა“ და რუსეთს შორის უდგას, ესეც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი საყვარელი მითია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გზავნილები არახალია, მედვედევის პოსტი მაინც არის ყურადღების ღირსი, რადგან იგი რუსეთის ომის მანქანაში მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებს. სწორედ დიმიტრი მედვედევი იყო რუსეთის დე იურე პრეზიდენტი 2008 წლის ომის დროს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ კარგად გავაცნობიეროთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მეტია, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკა და რომ რუსეთს უბრალოდ არ სურს, რომ საქართველო და ქართველები არსებობდნენ.
რუსი პროპაგანდისტები ხშირად ავრცელებენ აზრს, რომ შესაძლებელია, შეინარჩუნო საკუთარი იდენტობა, იყო ქართველი, სომეხი, უდმურტი და ამავდროულად რუსი. სინამდვილეში, რუსეთი ქართულ იდენტობას თუ საქართველოს იდეას ყოველთვის ებრძოდა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეუთავსებელია რუსულ იმპერიალიზმთან.
პარტია „დროა“ მიიჩნევს, რომ დღეს ბრძოლის ხაზი გადის იმაზე, რომ გადავწყვიტოთ რა გვინდა - ვიყოთ პოლიტიკური ერი და გვქონდეს სახელმწიფო თუ გვინდა, ვიყოთ ეთნოგრაფიული ჯგუფი რუსეთის ფრთის ქვეშ. ეს კი იმ ფონზე, როდესაც რუსეთი „ქართული ოცნების“ შეგნებული არჩევანია, რადგან ქვეყანა მიტაცებულია რუსი ოლიგარქის მიერ.
თუმცა, გვჯერა, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს საკუთარი სახელმწიფოებრიობის ევროპული ისტორია და ხედავს ვინ უშლის ხელს დამოუკიდებელი, თავისუფალი, განვითარებული და ევროპული ოჯახის წევრი ქართული სახელმწიფოს იდეისკენ სვლას", - ნათქვამია "დროას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















