ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება - ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 14:53 | 03.08.2022
ნანახია: 411

პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება.

"ამ პოლარიზებულ ქვეყანაში შუღლის ნაცვლად მშვიდობა თუ გვინდა, უკიდურესად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიზნის მიღწევაში დაბრკოლებები არ შეექმნას. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია, გაჩნდეს პარტიის შიდა დისკუსიები, მსჯელობები, განსხვავებული შეხედულებები, გამოიკვეთონ ადამიანები, რომლებთან შეთანხმება შესაძლებელია და ამ შეთანხმებას ფასი აქვს. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარალიზებული ორგანიზაცილი წარმონაქმნი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ვერაფერს აკეთებს", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე