მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს - ერთად გამოვავლინოთ პოლიტიკურ „აფერისტობაში“ ჩართული სუბიექტები - კახა ოქრიაშვილი
საქართველო, თბილისი - 19:13 | 06.07.2022 ნანახია: 527 
                  ჩემმა გუშინდელმა განცხადებამ მედიის ყურადღება მიიქცა და „გირჩის“ და „მოქალაქეების“ პარტიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. ვადასტურებ - დღესაც მიმაჩნია, რომ ორივე პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია. ისინი ერთი ხის სხვადასხვა ტოტები არიან, - ამბობს „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
„რა იყო გაღიზიანების მიზეზი, ვერ გავიგე, რადგან ყველასთვის ყველაფერი ისედაც ნათელია. წლებია, ეს პარტიები „ოცნების“ ყველა მნიშვნელოვან, მათ შორის ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ - მოხვდნენ პარლამენტში, როგორც „ოცნების“ ოპონენტები და მოხვედრის დღიდან იქცნენ მათ პარტნიორებად. ამ პარტიების წევრები გუშინ სიამაყით აცხადებდნენ, რომ ღიად ვაჭრობენ „ოცნებასთან“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ლუსტრაცია დაწყებულია. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ფსევდო-ოპოზიციურ პარტიებს და არამხოლოდ ამ ორს, არ უნდა მივცეთ საშუალება, ხმები ოპოზიციურ ელექტორატში მოიპოვონ და შემდეგ სადეპუტატო მანდატები „ოცნებას“ მიჰყიდონ.
მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს - ერთად გამოვავლინოთ პოლიტიკურ „აფერისტობაში“ ჩართული სუბიექტები, რათა ქართველი ხალხი, კენჭისყრის წინ არ შევიდეს შეცდომაში, თუ ვინ არის რეალური ოპოზიცია და ვინ - არა!
კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩვენს ხალხს და ქვეყანას წინ დიდი და ნათელი მომავალი აქვს! „, - ამბობს ოქრიაშვილი
პოლიტიკა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
საზოგადოება
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით გააჩუმოს - Amnesty International
- Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
- ლანა ღოღობერიძეს 97 წელი შეუსრულდა
მსოფლიო
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
- რუსეთი თუ ბრიუსელზე სარაკეტო იერიშს მიიტანს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს - ბელგიის თავდაცვის მინისტრი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
- MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















