ევროკავშირის ლიდერებმა პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად, საქართველო, რომ ჩაერთოს ომში, გარანტირებულად მიიღებს სტატუსს - კობახიძე
საქართველო, თბილისი - 15:22 | 06.07.2022 ნანახია: 138
მათ {ევროკავშირის ლიდერებმა} პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო, ომის მდგომარეობაში ყოფნის გამო მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. სწორედ ომის გამო შესთავაზეს მას განაცხადის შეტანა და ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოომის მდგომარეობაში რომ აღმოჩნდეს, კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ექნება.
"მათ პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო, ომის მდგომარეობაში ყოფნის გამო მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. სწორედ ომის გამო შესთავაზეს მას განაცხადის შეტანა და ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც ჩემი განცხადება არ არის. ეს არის ევროკავშირის ლიდერების განცხადება. სწორედ ამის გამო შეგვიძლია, მარტივი ლოგიკური დასკვნა გამოვიტანოთ, საქართველო რომ ყოფილიყო იგივე მდგომარეობაში, ან ხვალ რომ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში, რაშიც იყო და არის უკრაინა, ამ შემთხვევაში, ჩვენ, ბუნებრივია, გარანტირებული გვაქვს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამის გარეშე მოვახერხებთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებას.
არავითარი პროპაგანდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ რომ ჩავერთოთ სამხედრო კომნლიქტში, ამ შემთხვევაში, გვაქვს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. ეს არის მარტივი ლოგიკა. ვინ ითხოვს და ვინ არა ომში ჩართვას, ამაზე ჩვენ შეგნებულად არ ვსაუბრობთ. შეგახსენებთ, სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული „ენჯეოები“ იყვნენ ისინი, ვინც ითხოვდნენ, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ბუნებრივია, ათმაგად გაზრდიდა ომში საქართველოს ჩართვის რისკებს. მეორეც, ითხოვდნენ თვითმფრინავების გაშვებას მოხალისეებით უკრაინაში, რაც ნიშნავდა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. აქედან გამომდინარე, ვიღაცები რომ საუბრობენ სპეკულაციებზე, საკუთარი პროვოკაციები მოიკითხონ, როდესაც პირდაპირ მოითხოვდნენ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. უკრაინას ომის გამო უთხრეს, შეეტანა განაცხადი და შემდეგ თქვეს, რომ ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, საქართველო რომ ჩაერთოს ომში, ამ შემთხვევაში, გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს", - თქვა კობახიძემ.
პოლიტიკა
- ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ საზღვრები
- აშშ ვერ იტყვის ივანიშვილზე არის თუ არა ოლიგარქი, ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს - კელი დეგნანი
- საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას - პოდოლიაკი
- საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება. ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის - კელი დეგნანი
საზოგადოება
- ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- წულუკიანის საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო - SJC
- თბილისში 15 ქუჩას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება
- პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
კონფლიქტები
- პაპუაშვილი, ვოლსკი და ბოჭორიშვილი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
- ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- ის, რაც მოვისმინეთ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, "ქართული ოცნების" განცხადებებზე, სერიოზული გაფრთხილებაა, არ მახსენდება ასეთი მწვავე განცხადება - გიგი წერეთელი
- ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა - იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
სპორტი
- რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედს" 7 აგვისტომდე დატოვებს
- საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი 82:76 დაამარცხა
- უკრაინის კალათბურთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და უხამსი ჟესტი აჩვენა