გერმანიაში, მარწყვის ფერმაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს
საქართველო, თბილისი - 20:36 | 04.07.2022 ნანახია: 153
გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს. იტყობინება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC).
მათივე ცნობით, ახლა ბრძოლა ქართულ სასამართლოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართ, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით გრძელდება.
სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს ოდენობით, ხოლო 01 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის -909 ევროს ოდენობით.
"დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი და ნაადრევად, თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს. შესაბამისად, დამსაქმებელი კი არ ამყოფებდა მათ იძულებითი მოცდენის პირობებში, არამედ, თავად დასაქმებულები არ ასრულლებდნენ სამუშაოს.
დამსაქმებელმა ვერცერთი ეს გარემოება ვერ დაამტკიცა, რადგანაც ყველა მათგანი იყო მხოლოდ დამსაქმებლის სიტყვები, არ არსებობდა მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლომ დამსაქმებლის არგუმენტაცია დაუსაბუთებლად მიიჩნია.
სასამართლომ გაიზიარა ქართველი სეზონური მუშების მოთხოვნები, დარწმუნდა, რომ ქართველებს ჩასვლისთანავე სურდათ სრული დატვირთვით მუშაობის დაწყება, რისი საშუალებაც დამსაქმებელმა არ მისცა და ამყოფებდა იძულებითი მოცდენის პირობებში.
დადგინდა, რომ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით განსაზღვრულზე უფრო ნაკლები ოდენობით ანაზღაურებას, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და ბათილია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება საქართველოს და გერმანიას შორის სამთავრობო დონეზე დადებული საშუამავლო ხელშეკრულებით რეგულირებული შრომითი ურთიერთობა იყო. თუმცა, გერმანელმა დამსაქმებელმა ქართველ სეზონურ მუშებს გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმა. არცერთმა დასაქმებულმა აღნიშნული ენა არ იცოდა. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ მუშები საათში 9.35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა, სინამდვილეში დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია. საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, იგი ნამუშევარს 3 მოკრეფილი მარწყვის ყუთის პროპორციულად ანგარიშობდა.
გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებმა სარჩელით მიმართეს გერმანიის სასამართლოს და მოითხოვეს 2021 წლის ივნისის თვეში დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით დადგენილი ანაზღაურების ტარიფით.
საუბარია სულ 18 ქართველზე, რომელიც სეზონურ სამუშაოზე გასული წლის გაზაფხულზე წავიდნენ ქვეყნიდან.
პოლიტიკა
- ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ საზღვრები
- აშშ ვერ იტყვის ივანიშვილზე არის თუ არა ოლიგარქი, ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს - კელი დეგნანი
- საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას - პოდოლიაკი
- საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება. ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის - კელი დეგნანი
საზოგადოება
- ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- წულუკიანის საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო - SJC
- თბილისში 15 ქუჩას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება
- პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
კონფლიქტები
- პაპუაშვილი, ვოლსკი და ბოჭორიშვილი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
- ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- ის, რაც მოვისმინეთ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, "ქართული ოცნების" განცხადებებზე, სერიოზული გაფრთხილებაა, არ მახსენდება ასეთი მწვავე განცხადება - გიგი წერეთელი
- ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა - იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
სპორტი
- რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედს" 7 აგვისტომდე დატოვებს
- საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი 82:76 დაამარცხა
- უკრაინის კალათბურთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და უხამსი ჟესტი აჩვენა