იტალიის ალპებში ყინულის მასა ჩამოიშალა, დაიღუპა 6 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 22:02 | 03.07.2022
ნანახია: 298

იტალიის ალპებში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო ყინულის მასა ჩამოიშალა, დაიღუპა ექვსი ადამიანი. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. 

ყინული იტალიის ალპების აღმოსავლეთ ნაწილში ტრენტოსა და ვენეტოს რეგიონებს შორის მარმოლადის მთის კალთაზე ჩამოინგრა.

დაშავდა რვა ადამიანი, ათამდე კი დაკარგულად არის მიჩნეული.

დაშავებულები უახლოეს საავადმყოოებში გადაიყვანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ძლიერი სიცხის გამო,  მარმოლადზე ტემპერატურამ  2 ივლისს 10 გრადუსს მიაღწია.   

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე