გორში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი ესროლეს

საქართველო, თბილისი - 18:08 | 30.06.2022
ნანახია: 292

გორის ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, პარტია "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი ესროლეს. ჯაფარიძე თანაგუნდელებთან - ფიქრია ჩიხრაძესთან, ლევან სამუშიასთან, საბა ბუაძესთან და ლანა გალდავასთან ერთად - ჩავიდა გორში, რათა 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან ხალხის მობილიზებისთვის შეეწყო ხელი.

გავრცელებული ინორმაციით, ჯაფარიძეს მწვანილი ესროლა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის, განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელმა, ვოვა ჯანეზაშვილმა. ის პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. 

გორში "ლელოს" ლიდერები მოქალაქეებს 3 ივლისის აქციის მნიშვნელობასა და სახალხო მოძრაობის მოთხოვნებზე ესაუბრებოდნენ, რა დროსაც ადგილზე აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები მივიდნენ.

პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიაში ხელის შეშლის მიზნით აგრესიული ჯგუფები სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებს რამდენიმე ქალაქში დაუპირისპირდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე