„ნამდვილი ლომები“ მძღოლებისთვის - MAN-ის წარმატება Red Dot Design Award-ის კონკურსში
საქართველო, თბილისი - 17:41 | 30.06.2022 ნანახია: 541
-
Red Dot Design Award 2022-ის ჯილდო MAN-ის Lion S-ის სატვირთო მანქანებისა და ვენების სპეციალური აღჭურვილობის ხაზს მიენიჭა.
-
Red Dot Award კონკურსის ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება Lion S-ის ინტერიერსა და ექსტერიერში ექსკლუზიური სტილის ელემენტებზე გაამახვილა.
Red Dot Design Award-ის 2022 წლის კონკურსი ესენში გაიმართა. 48 წევრისგან შემდგარ საერთაშორისო ექსპერტთა ჟიურიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება MAN Truck & Bus-ის Lion S ხაზის საუკეთესო მოდელებმა - TGX-მა და TGE-მ მოახდინა. „კომერციული სატვირთო მანქანების“ კატეგორიაში პროდუქცია დაახლოებით 60 ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი.
„Lion S-ის აღიარება Red Dot Design Award-ის კონკურსზე განსაკუთრებული წარმატებაა ჩვენი MAN Individual-ის ხაზისთვის და Lion S-ის მზარდი ოჯახისთვის. კომერციულ ავტომანქანებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეფექტურობა, არამედ ემოციაც. ჩვენ გვინდა, რომ მძღოლები, რომლებსაც ყოველდღე უწევთ მგზავრობა, ამაყობდნენ და საკუთარი თავს ჩვენს სატვირთო მანქანებთან აიგივებდნენ. სწორედ ამ მიზნით ვთავაზობთ მომხმარებლებს Lion S-ის მოდელებს ორიგინალური დიზაინით“, - ფრიდრიხ ბაუმანი, MAN TRUCK & BUS-ის გაყიდვების მიმართულების აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
„ამ საკონკურსო წელს განსაკუთრებით გამაოცა მკაფიოდ გამოხატულმა კრეატიულობამ. ის ფაქტი, რომ კიდევ არსებობს დიზაინი, რომელიც გაოცებს საკუთარი ორიგინალური ფორმითა და ფუნქციონალურობით, ნამდვილად შთამბეჭდავია. ვფიქრობ, ამ პროდუქტების ხარისხი ინოვაციურია, რამაც მათ დამსახურებული გამარჯვება მოუტანა Red Dot Award-ის პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში“, - განაცხადა პროფესორმა დოქტორ პიტერ ზეკმა, Red Dot-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „კომერციული სატვირთო მანქანების“ კატეგორიაში MAN-ის Lion S მოდელების მონაწილეობაზე.

ლოგისტიკური დანიშნულების სატვირთო TGX და TGE ვენი Lion S სერიაში ექსკლუზიურობით, დიზაინის მაღალი ხარისხითა და დახვეწილი სტილის ელემენტებით გამოირჩევა.
„New Truck Generation-ის დიზაინის შემუშავებისას მუდმივად ვითვალისწინებთ მძღოლებისა და ბიზნესის მფლობელების გამოცდილებას. მნიშვნელოვანია, რომ მძღოლები კომფორტულად გრძნობდნენ თავს სამუშაო ადგილზე და ამაყობდნენ თავიანთი საქმით. სწორედ ამ მიდგომის რეალიზაციას ვახდენთ Lion S-ის მოდელებში“, - კაროლინ შუტი, MAN Truck & Bus დიზაინის განყოფილების წარმომადგენელი.
ავტომობილების ექსტერიერი გამორჩეულია ბამპერებისა და სარკეების განსხვავებული სტილით, ასევე წითელი ფერის აქცენტებით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის შავი ფერის რადიატორის ზონას. განსხვავებული დიზაინის კვალი ნათლად ჩანს სალონის ინტერიერშიც.
სწორედ ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალურმა და პრაქტიკულმა დიზაინმა მოახდინა შთაბეჭდილება Red Dot Design Awards-ის დამოუკიდებელ ჟიურიზე. დიზაინის დარგის 48 ექსპერტმა 23 ქვეყნიდან აღნიშნა, რომ „კომერციული მანქანების“ კატეგორიაში MAN-ის ფერისა და მასალის დიზაინის სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი Lion S-ის მოდელები გამოირჩეოდნენ.
Red Dot Award მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კონკურსია დიზაინის დარგში. ჯილდოს სახელი და ბრენდი 1990-იან წლებში Red Dot-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა დოქტორ პიტერ ზეკმა შეიმუშავა. საუკეთესო დიზაინების შესაფასებლად კი ჟიური პირველად 1955 წელს შეიკრიბა.
გერმანული „MAN Truck and Bus SE“ მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები.
MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანიაში გერმანული ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად არის მორგებული გერმანულ სტანდარტებს.
პოლიტიკა
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
- არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
- 1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















